ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი
|
|
|
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
კახი მუხიგულაშვილი ∘
ოთარ ვასაძე ∘
სტენოკარდიიდან ინფარქტამდე: რატომ შეცვალა Covid 19 - ის პანდემიამ გულის იშემიური დაავადების სტატისტიკა საქართველოში? DOI kodi: 10.52340/ekonomisti.2026.02.19 ანოტაცია. ჩვენი ჯგუფის მიერ შესწავლილი იქნა გულის იშემიური დაავადების სტაციონარული შემთხვევების ეპიდემიოლოგია 2017 წლიდან 2022 წლის ჩათვლით. ამ მონაცემების დამუშავებისას აღმოჩნდა, რომ 2020-2022 წლების Covid-19 ის პანდემიის პერიოდში — სტენოკარდიით ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები შემცირდა და მიოკარდიუმის ინფარქტის (MI) მაჩვენებლების ზრდა, როგორც კონსერვატიული, ისე ინტერვენციული (PCI, CABG) რესავკულარიზაციის მიმართულებით.,რაც მიუთითებდა გარკვეულ ტენდენციაზე და საჭიროებდა ღრმა ანალიზს. ზოგადი შეფასებით ამას შესაძლოა საფუძვლად ედოს COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სტრუქტურული და კლინიკური ფაქტორები. წინამდებარე სტატიაში წარმოდგენილია იმ პროცესების დეტალური აღწერა, რამაც მაღალი ალბათობით მიგვიყვანა გულის იშემიური დაავადების დამძიმებამდე. ზოგადი მიმოხილვა 2020-2022 წლები საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის უპრეცედენტო გამოწვევების პერიოდი იყო. კორონავირუსის პანდემიამ არა მხოლოდ გადატვირთა ჰოსპიტალური სექტორი, არამედ რადიკალურად შეცვალა ქრონიკული და მწვავე კარდიოლოგიური პაციენტების მართვის დინამიკა. სტაციონარული მკურნალობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს მკაფიო პარადოქსს: გულის იშემიური დაავადებების (გიდ) მიმართულებით მკვეთრად შემცირდა არასტაბილური სტენოკარდიით ჰოსპიტალიზაცია, პარალელურად კი მკვეთრად გაიზარდა მიოკარდიუმის ინფარქტის მაჩვენებელი, რომელმაც მოითხოვა გადაუდებელი კონსერვატიული თუ ინტერვენციული (სტენტირება, შუნტირება) ჩარევები. ეხლა განვიხილოთ, თუ რა კლინიკურმა და სოციალურმა ფაქტორებმა გამოიწვია ეს სურათი? ჩვენი ანალიზის შედეგად რამდენიმე ფაქტორი გამოვყავით: „სამედიცინოშიში“ და ექიმთან ვიზიტის გადავადება პანდემიის პირველ ფაზაში (2020-2021 წლები) მოსახლეობაში მაღალი იყო კლინიკებში ვირუსით დაინფიცირების შიში. პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სტენოკარდიული ხასიათის ტკივილი გულმკერდის არეში, ხშირად თავს იკავებდნენ ამბულატორიაში ვიზიტებისგან, ექიმის კონსულტაციის, გეგმური კვლევებისგან, ასევე შედარებით მსუბუქი ჩივილების შემთხვევაში სტაციონარული მკურნალობისგან. გეგმიური და სტაციონარული მკურნალობისგან სტაბილურად და ხანგრძლივად თავშეკავებამ გაზარდა ბინაზე თვითმკურნალობა. ამ ფაქტორებმა კი გამოიწვია დაავადების პროგრესირება, რამაც 2021-2022 წლებში კორონარული არტერიების სრული ოკლუზია (დახშობა) და მწვავე ინფარქტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა განაპირობა. COVID-19-ის პირდაპირი კლინიკური გავლენა სისხლძარღვებზე თავად კორონავირუსი არ არის მხოლოდ რესპირატორული ინფექცია; ის ძლიერ აზიანებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.[1],[2] COVID-19 იწვევს:
შესაბამისად, იმ პაციენტების ნაწილში, ვისაც მანამდე მხოლოდ სტენოკარდიული ტკივილები (იშემია) ჰქონდათ, ვირუსის გადატანის შემდეგ პროცესი მომენტალურად გადაიზარდა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტში. ჰოსპიტალური სექტორის რეპროფილაცია 2020 და 2021 წლებში მრავალი მრავალპროფილური კლინიკა სრულად გადაკეთდა „კოვიდ-ცენტრებად“. შემცირდა გეგმური კარდიოლოგიური საწოლების რაოდენობა. სტენოკარდიის მქონე პაციენტების მართვა გადავიდა შედარებით უკანა ხაზზე. სტაციონარების ნაწილი მხოლოდ კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევების მქონე პაციენტებს იღებდნენ. შესაბამისად შემცირებულ თერაპიულ საწოლებზე გულის იშემიური დაავადების მქონე პირების მოხვედრა შეზღუდული იყო, იკარგებოდა დრო ასევე რეგიონულ კარდიოლოგიურ ცენტრებში მათი ტრანსპორტირების შეფერხების გამო. კატასტროფის ბრიგადები 24 საათიან რეჟიმში გადატვირთული მუშაობის მიუხედავად ყოველთვის ვერ ახერხებდნენ პაციენტების დროულ რეფერალს ერთი ქალაქიდან მეორეში სპეციალიზირებულ კარდიოლოგიურ ცენტრებში ან შესაბამისი განყოფილების მქონე ჰოსპიტლებში. ქრონიკული სტრესი და ცხოვრების წესის გაუარესება პანდემიურმა იზოლაციამ, დაავადებისადმი შიშმა და ეკონომიკურმა კრიზისმა მუდმივი ნერვული სტრესი გამოიწვია. ამას დაემატა ჰიპოდინამია (ნაკლები მოძრაობა). ლოქდაუნმა და საგანგებო მდგომარეობის შემოღებამ, დაწესებულმა ჯარიმებმა მოსახლეობას გადაადგილების საშუალება შეუზღუდა. დაიკეტა სპორტული დარბაზები, საცურაო აუზები სხვა ცენტრები სადაც შესაძლებელი იყო ფიზიკური აქტივობები. ყველა ეს ფაქტორი კი ხელს უწყობდა გულის იშემიის გაღრმავებას. უნდა ვივარაუდოდ კვების რაციონის გაუარესებაც და სტრესთან გამკლავების საბაბით ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი რაოდენობის მოხმარებაც. ქვემოთ შემოთავაზებულ დიაგრამებში მოცემულია 2017-2019, 2020-2022 წლებში სტაციონარული შემთხვევების გულის იშემიური დაავადების აბსოლიტური და პროცენტული მაჩვენებლების შედარება. გულის იშემიური დაავადების დიაგნოზები გავაერთიანეთ და 3 ძირითად ჯგუფად დავყავით:
დიაგნოზების დეტალური ჩაშლა: სტენოკარდია (გულის ანგინა - I20), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (I21), მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტი (I22), მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის შემდგომი ზოგიერთი გართულება (I23), გულის მწვავე იშემიური ავადმყოფობების სხვა ფორმები(I24), გულის ქრონიკული იშემიური ავადმყოფობა (I25),მკერდის ტკივილი (R07).
2017 -2019 წლები 2020 -2022 წლები დასკვნა 2017-2019 წლებში სტენოკარდიის რაოდენობა ჯამურად შეადგენდა 85055 პაციენტს, რაც გულის იშემიური დაავადების მქონე სტაციონარული პაციენტების ჯამური რაოდენობის 63% - ს შეადგენდა, ხოლო მიოკარდიუმის ინფარქტი ამავე პერიოდში 34595 პაციენტში გამოვლინდა , რაც საერთო რაოდენობის 25% - ს შეადგენდა. 2020-2022 წლებში სტენოკარდიის რაოდენობა ჯამურად შეადგენდა 71028 პაციენტს, რაც გულის იშემიური დაავადების მქონე სტაციონარული პაციენტების ჯამური რაოდენობის 58% - ს შეადგენდა, ხოლო მიოკარდიუმის ინფარქტი ამავე პერიოდში 37706 პაციენტის შემთხვევაში გამოვლინდა, რაც საერთო რაოდენობის 31% - ს შეადგენდა. თუ ამ მონაცემებს ერთმანეთს შევადარებთ, დავინახავთ, რომ სტაციონარში მოთავსებულ პაციენტებში სტენოკარდის დიაგნოზი შემცირდა 14027-ით, რაც პროცენტულად 5 % -იან კლებას შეესაბამება, ხოლო მიოკარდიუმის ინფარქტი გაიზარდა 3111-ით, რაც 6 % - იან ზრდას უტოლდება. ჩვენს მიერ დაფიქსირებული ტენდენცია აჩვენებს, რომ 2020-2022 წლებში მოხდა პაციენტების „დამძიმებისეფექტი“. სტენოკარდიის შემთხვევების კლება მიუთითებს არა დაავადების გაქრობაზე, არამედ მის არასაკმარისდროულდიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე, რამაც ჯაჭვური რეაქციით გამოიწვია გართულებების — მიოკარდიუმის ინფარქტების რაოდენობრივი ზრდა და კონსერვატიული თუ ინტერვენციული ჩარევების საჭიროების გაზრდა. გამოყენებული ლიტერატურა 1. World Health Organization. Maintaining essential health services: operational guidance for the COVID-19 context. Geneva: WHO, 2020. 2. Nishiga M., Wang D.W., Han Y., Lewis D.B., Wu J.C. COVID-19 and cardiovascular disease: from basic mechanisms to clinical perspectives. Nature Reviews Cardiology, 2020;17:543–558. 3. Bonaventura A. et al. Endothelial dysfunction and immunothrombosis as key pathogenic mechanisms in COVID-19. Nature Reviews Immunology, 2021;21:319–329. 4. Xie Y., Xu E., Bowe B., Al-Aly Z. Long-term cardiovascular outcomes of COVID-19. Nature Medicine, 2022;28:583–590. 5. Data basis: National Center for Disease Control and Public Health, Georgia, aggregated inpatient IHD statistics for Georgia, 2017–2022, grouped by ICD-10 categories I20, I21, I22–I25 and R07. [1] Nishiga, M., Wang, D.W., Han, Y. et al. COVID-19 and cardiovascular disease: from basic mechanisms to clinical perspectives. Nat Rev Cardiol 17, 543–558 (2020). https://doi.org/10.1038/s41569-020-0413-9 [2] Katsoularis I, Fonseca-Rodríguez O, Farrington P et al. Risk of acute myocardial infarction and ischaemic stroke following COVID-19 in Sweden: a self-controlled case series and matched cohort study The Lancet, 2021; 398, 599-607 [3] Bonaventura, A., Vecchié, A., Dagna, L. et al. Endothelial dysfunction and immunothrombosis as key pathogenic mechanisms in COVID-19. Nat Rev Immunol 21, 319–329 (2021). https://doi.org/10.1038/s41577-021-00536-9 [4] Xu, Sw., Ilyas, I. & Weng, Jp. Endothelial dysfunction in COVID-19: an overview of evidence, biomarkers, mechanisms and potential therapies. Acta Pharmacol Sin 44, 695–709 (2023). https://doi.org/10.1038/s41401-022-00998-0 |