English / ქართული / русский /







ეკონომიკის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ - თანამშრომელი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს სტანდარტების დეპარტამენტის დირექტორი.

დაიბადა 1987 წლის 23 მაისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომისტის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს  6 სტატია (მათ შორის 2 ინგლისურენოვანი), 3 მოხსენება საერთაშორისო კონფერენციის (ქ. კოპენჰაგენი; ქ. ჟენევა; ქ. პრაღა) მასალათა კრებულში.

მისი სამეცნიერო საქმიანობის სფეროებია: ფისკალური პოლიტიკა, მაკროეკონომიკა, სახელმწიფო სექტორის სექტორის ეკონომიკა.

არის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების კონკურსების გამარჯვებული.