English / ქართული / русский /







დაიბადა თბილისში, 1999 წლის 23 ნოემბერს. 2017 წელს სკოლა ოქროს მედლით დაამთავრა. 2017 წელს ბაკალავრზე ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ეკონომიკის სპეციალობით. 2021 წელს წარჩინებით დაასრულა წითელ დიპლომზე (GPA – 4.0), კონცენტრაციის მოდული - ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა. 2021 წელს მაგისტრატურა გააგრძელა ამავე უნივერსიტეტის, ამავე ფაკულტეტის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე. კონცენტრაციის მოდული - ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა.

ამჟამად დასაქმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკში, ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის, ფინანსური ტექნოლოგიებისა და მოდელის რისკის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამეცნიერო ინტერესების სფეროა მონაცემთა მეცნიერება, ეკონომიკა, საბანკო საქმიანობა, რისკების მართვა.

არის ეროვნული და სამეცნიერო ოლიმპიადების მრავალგზის გამარჯვებული. უნივერსიტეტში ბაკალავრზე სწავლის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა სტიპენდიას. მაგისტრატურაზე ორჯერ დაჯილდოვდა თბილისის მერის სტიპენდიით.