ე კ ო ნ ო მ ი ს ტ ი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რეცენზირებადი, ბეჭდურ-ელექტრონული, საერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი |
|||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
ჟურნალი ნომერი 2 ∘
გივი ვეშაპელი ∘
შრომის პოლარიზაციის თავისებურებები საქართველოში ანოტაცია. შრომის ბაზრის პოლარიზაცია დღეისათვის მეტად აქტუალური საკითხია. იგი უკავშირდება საშუალოკვალიფიკაციური კადრების „გაქრობას“ შრომის ბაზარზე. უამრავი კვლევა ტარდება ამ პროცესის ასახსნელად და სიღრმისეულად შესასწავლად. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ნაკლებადაა შრომის პოლარიზაციაზე ჩატარებული კვლევები. ნაშრომში გადმოცემულია პოლარიზაციის გამომწვევი მიზეზები და დღეს მსოფლიოში არსებული ტენდენციები OECD ქვეყნების მაგალითზე. საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზის საფუძველზე კი შესწავლილია შრომის პოლარიზაცია საქართველოში 2017-2022 წლებში. კვლევა ეყრდნობა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სამუშაო ძალის კვლევის მონაცემთა ბაზებიდან აღებულ მონაცემებს. სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე გამოვლინდა შრომის ბაზრის პოლარიზაციის დონე საქართველოში. განხორციელებული კვლევის შედეგების მიხედვით დასტურდებარომ საქართველოს შრომის ბაზარზე სუსტად გამოხატული პოლარიზაცია. საკვანძო სიტყვები: შრომის ბაზარი; პოლარიზაცია; ავტომატიზაცია; ტექნოლოგიური ცვლილებები; გლობალიზაცია; შესავალი 2000-იანი წლებიდან ტექნოლოგიურ განვითარებასთან და კომპიუტერიზაციასთან ერთად, გაჩნდა მოსაზრება რომ ამ პროცესებს დიდი გავლენა ექნებოდათ შრომის ბაზარზე. ამ კონცეფციის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ამ პროგრესს რუტინულ და არა-რუტინულ სამუშაოებზე განსხვავებული გავლენა ექნებოდა. რუტინული სამუშაო გაცილებით მარტივია ჩანაცვლდეს კომპიუტერებით, ხელოვნური ინტელექტითა თუ რობოტებით. რუტინული სამუშაოების გაქრობა კი იწვევს ზუსტად საშუალო კვალიფიციური მუშახელის გადინებას ან უფრო დაბალ ან უფრო მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზე ან თუნდაც უმუშევრობას. ამ პროცესს ეწოდება შრომის პოლარიზაცია, რომელიც ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც კი, როდესაც საშუალო კვალიფიცურ პერსონალს არ უწევს უმუშევრობაში გადასვლა, იწვევს მათ „გადინებას“ უფრო დაბალკვალიფიციურ და მაშასადამე დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე. ეს თეორია დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში პოპულარულია და ბევრი მკვლევარი მუშაობს მასზე (Autor, Dorn, 2013). შრომის ბაზრის პოლარიზაციის სპეციფიკა მდგომარეობს შემდეგში: ის ამცირებს „ცუდი“ სამუშაოებიდან „კარგ“ სამუშაოებზე გადასვლის შესაძლებლობას. ეს ხდება საშუალო რგოლის სამუშაოების შემცირებით რაც ასუსტებს ვერტიკალური მობილობის შესაძლებლობას. ის ვინც, მაგალითად, კარიერას იწყებს დაბალკვალიფიციური სამსახურით, ურთულდება მაღალკვალიფიციურ სექტორში გადასვლა, სადაც, უკეთესი პირობები და შემოსავლებია (დიაკონიძე; 2020). აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა დიდ წილად სტუდენტებსაც ეხებათ, რადგან სწორედ ისინი არიან უმეტესად წარმოდგენილები შრომის ბაზრის დაბალ რგოლზე (მაგ: მომსახურების სფერო). მიუხედავად იმისა, რომ შრომის პოლარიზაცია ევროპასა და ამერიკაში ძალიან აქტუალური თემაა და შესაბამისად კვლევებიც ტარდება, საქართველოში ამ მხრივ კვლევები ფაქტობრივად არ ჩატარებულა. შრომის პოლარიზაციასთან ერთად, საჭიროა შევისწავლოთ მისი სპეციფიკა რადგან ევროპასა და საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობა და შემოსავლების განაწილებაც კვალიფიკაციების მიხედვით განსხვავდება. შრომის პოლარიზაცია: თეორიული ასპექტები და გამომწვევი მიზეზები შრომის პოლარიზაციაზე ჩატარებული პირველი რაოდენობრივი კვლევები გვაჩვენებს ცალსახა კორელაციას შრომის ბაზარზე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალგანათლებულ დასაქმებულებზე გაზრდილ მოთხოვნას შორის (ამ კორელაციას სხვანაირად, უნარებზე დამოკიდებულ ტექნოლოგიურ ცვლილებასაც უწოდებენ). აუტორის (Autor, 2003) აზრით, კომპიუტერული ტექნოლოგიების დანერგვა შრომის ბაზარზე, იწვევს ცვლილებებს დასაქმებულების მიერ შესრულებულ დავალებებში, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, მოთხოვნის კლებას ადამიანურ უნარებზე. კომპიუტერების ტექნოლოგიები, შრომის ბაზარზე ანაცვლებს დასაქმებულ ადამიანებს, თუმცა ეს პროცესი ყოვლისმომცველი არ არის და უმეტესად, კოგნიტურ და ფიზიკურ დავალებებს მოიცავს, რომლებიც სრულდება წინასწარ დაწესებული და განსაზღვრული წესებით, ამ უკანასკნელს „რუტინული დავალებები“ ეწოდება. ავტომატიზაციის პროცესი მეორე მხრივ საფრთხეს არ უქმნის ისეთ დასაქმებულებს, რომლებიც ასრულებენ, კომპლექსურ, კრეატიულ დავალებებს და ითხოვს პრობლემების გადაჭრის უნარს - „არა-რუტინული დავალებები“. როდესაც ტექნოლოგიებზე ფასი იკლებს, ზემოხსენებული ორი მექანიზმი (რუტინულ დავალებებზე ადამიანების ჩანაცვლება და არა-რუტინულზე პირიქით, ადამიანების „შემავსებლის“ როლის თამაში) ზრდის მოთხოვნას ისეთ განათლებულ მშრომელებზე, რომლებსაც შეუძლიათ არა-რუტინული დავალებების შესრულება. გუსის და მენინგის (Goos, Manning, 2007) კვლევის თანახმად რუტინული დავალებები, რომლებიც საჭიროებს სიზუსტეს და შეიძლება შესრულდეს კომპიუტერების ან რობოტების მიერ (როგორიცაა, მაგალითად, ზოგიერთი საფინანსო დავალება) არ არის აუცილებელი კლასიფიცირდეს, როგორც დაბალკვალიფიციური. ზოგიერთი არა რუტინული ფიზიკური დავალება, რომელიც არსებითად მოიცავს კოორდინაციის უნარს (როგორიცაა პროდუქტების თაროებზე მოთავსება, ან სამსახურის პროფესიებში შესრულებული დავალება, რომელიც მოიცავს სხვების დახმარებას) მოითხოვს ძალიან მცირე კვალიფიკაციას. შედეგად, ავტომატიზაცია იწვევს გაზრდილ მოთხოვნას მაღალანაზღაურებად კვალიფიციურ სამუშაოებზე, რომლებიც, როგორც წესი, მოითხოვს არა რუტინულ კოგნიტურ უნარებს და გაზრდის მოთხოვნას დაბალკვალიფიციურ, დაბალანაზღაურებად სამუშაოებზე, რომლებიც, როგორც წესი, საჭიროებენ არა რუტინულ ფიზიკურ უნარებს. საპირისპიროდ, იკლებს მოთხოვნა "შუალედურ" რგოლზე, რომლებიც საჭიროებენ რუტინულ ფიზიკურ და კოგნიტურ უნარებს. ეს პროცესი იწვევს შრომისა და შემოსავლების პოლარიზაციას. თუ ყველაზე გამოცდილი მუშები ასრულებენ არა რუტინულ კოგნიტურ დავალებებს, ხოლო ყველაზე ნაკლებად გამოცდილი მუშები ასრულებენ არა-რუტინულ ფიზიკურ დავალებებს, შრომის პოლარიზაცია წარმოდგენილი იქნება როგორც სამუშაო ადგილების ზრდა შემოსავლების განაწილების ზედა და ქვედა ნაწილებში. რუტინული დავალებების შემცირება, იქნება ეს კოგნიტური თუ ფიზიკური იწვევს საშუალო კვალიფიციური ადგილების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ შრომის პოლარიზაციის განხილვა შემოსავლებით უთანასწორობის პერსპექტივიდან საინტერესო და აქტუალურია ჩვენს რეალობაში. გამომდინარე იქიდან, რომ დასავლეთის ქვეყნებში ანაზღაურება შეესაბამება კვალიფიკაციის დონეს, ხოლო საქართველოში, სავარაუდოა რომ ამ მხრივ განსხვავებული სურათი იქნება. ალან მენინგი ერთმანეთთან აკავშირებს პოლარიზაციას და უთანასწორობას, მისი აზრით, შრომის ბაზარზე სტრუქტურული ცვლილებები ქმნის „მოგებულებს“ და „წაგებულებს“. შრომის პოლარიზაცია არ ვლინდება როგორც შემოსავლების უთანასწორობის მასიური ზრდის წინაპირობა, არამედ როგორც დიფერენცირებული გავლენა ინდივიდებსა და სოციალურ ჯგუფებს შორის. შრომის პოლარიზაციის ორი ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი გამოიყოფა, ესენია:
შრომის პოლარიზაციის გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას, აუცილებელია განისაზღვროს, თუ კონკრეტულად რა ტიპის სამუშაოებს ეხება მთელი ეს პროცესი. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია აუტორის (2003) „უნარებზე დამოკიდებული ტექნოლოგიური ცვლილების“ ჰიპოთეზა (ცნობილია როგორც SBTC). ნახ.#1 ნახაზი #1: ავტომატიზაციის გავლენა სამუშაოს სხვადასხვა ტიპზე
წყარო: გუსი(2010) ცხრილი #1-ზე მოცემულია ფერდანდეზ-მაციასის (Fernandez-Macias) აზრით (2012) გამოყოფილი სამუშაოს ტიპები. მისი აზრით გამოიყოფა შემდეგი ოთხი ტიპი:
ბევრი საშუალოდ კვალიფიციური სამუშაო შეიძლება ჩაითვალოს როგორც რუტინული, ხოლო დაბალკვალიფიციური კი როგორც არარუტინული. ეს კი იწვევს სამუშოების პოლარიზაციას. მაღალკვალიფიციურ მუშახელს ხელს უწყობს ტექნოლოგიები და დაბაკვალიფიციურ არარუტინული მშრომელები კი სარგებლობენ მაღალკვალიფიციურ სამუშაოების სიმვრავლისგან გამოწვეული მოთხოვნით. საშუალოკვალიფიციუირ რუტინული მშრომელები კი მთლიანად ნაცვლდებიან ახალი ტექნოლოგიებით (Goos & Manning, 2007). შეხედულებები იმაზე, თუ როგორი გავლენა აქვს გლობალიზაციას შრომის ბაზარზე OECD-ს ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა. 1980-იან და 1990-იან წლებში მთავარ გამოწვევად დაბალგანვითარებულ ქვეყნებში წარმოების გადატანა ითვლებოდა. 2000-იანი წლებიდან კი მთავარი ფოკუსი გადავიდა წარმოების პროცესის გარკვეული ნაწილის რელოკაციაზეგანვითარებად ქვეყნებში, რასაც ოფშორინგი ეწოდება (Acemoglu და Autor 2011). ბლინდერის და კრუგერის (Blinder and Krueger) 2009 წლის კვლევის თანახმად ამერიკაში სამუშაო ადგილების 25% უახლოს 20 წელში შეიძლება ოფშორინგის საფრთხე შეექმნას.ოფშორინგი შრომის პოლარიზაციის წარმოქმნის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია,გამომდინარე იქიდან, რომ ეს პროცესი გულისხმობს რუტინული, საშუალოდ კვალიფიციური სამუშაოების გადასვლას ერთი ქვეყნიდან (განვითარებული) მეორეში (განვითარებადი). ბლინდერი და კრუგერი (2009) გამოყოფენ ორ კრიტერიუმს, თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ სამუშაო რომელსაც შეიძლება ოფშორინგის საფრთხე შეექმნას, ესენია:
ამრიგად, შრომის პოლარიზაციის გამომწვევი ეს მიზეზი, გლობალურ ჭრილში, ამცირებს განვითარებულ ქვეყნებში საშუალო რგოლის სამუშაოებს, ხოლო განვითარებად ქვეყნებში - ზრდის დაბალ და მაღალ რგოლში დასაქმებული ადამიანების რაოდენობას. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, რაც უფრო მაღალია დასაქმებულის განათლების/კვალიფიკაციის ხარისხი, მით უფრო დაბალია მისი სამუშაოს ავტომატიზირების რისკი. თუმცა, ტექნოლოგიების გავრცელებას განსხვავებული გავლენა შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა კვალიფიკაციების მქონე მუშაკებზე. ზოგადად, იგი მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალისთვის დადებით მოვლენად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან ზრდის მათ პროდუქტიულობას, და შესაბამისად, ხელფასსაც. ამავდროულად ამცირებს დაბალკვალიფიციური კადრის საჭიროებას. საინტერესოა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება შრომის ბაზარზე პოლარიზაციასთან დაკავშირებით. შრომის პოლარიზაცია ევროპაში სიღრმისეულად არის შესწავლილი (Goos & Manning, 2007; Goos et al., 2009; Goos et al., 2010; Jerbashian 2019; Wang et al., 2015). გუსის 2010 წლის კვლევაში, სადაც შეისწავლეს შრომის პოლარიზაცია ევროპის 16 ქვეყენაში, დაადგინეს რომ 1993-2006 წლამდე იყო მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შრომის ბაზრის ქვემო და ზემო რგოლების ზრდაში, ხოლო საშუალო რგოლის (საწარმოო და რუტინულ) სამუშაოების კლებაში აისახა. 1990-იანი წლებიდან, ახალმა ტექნოლოგიებმა ჩაანაცვლეს ადამიანები ბევრ საშუალო კვალიფიციურ რუტინულ სამუშაოზე, თუმცა ამასთან ერთად შექმნეს ბევრი დაბალ და მაღალკვალიფიციური სამუშაოებიც. OECD-ის 2019 წლის კვლევის მიხედვით, რომელიც ასახავს მასში შემავალი 21 ქვეყნის შრომის ბაზრების მონაცემებს, 1990-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე, საშუალოდ, 8%-ით მოიკლო საშუალო კვალიფიციური სამუშაო ადგილების რაოდენობამ, 2%-ით დაბალკვალიფიციურმა, ხოლო 10%-ით გაიზარდა მაღალკვალიფიციური სამუშაოების რაოდენობა (ნახაზი 2). ნახ. #2 ნახაზი #2: OECD-ს ქვეყნების შრომის პოლარიზაციის დონე 1990 - 2010 წლებში (პროცენტული ცვლილება სამუშაო ჯგუფების მიხედვით) წყარო: OECD calculations based on LIS, ECHP and EU-SILC შრომის ბაზარი და შრომის ბაზრის პოლარიზაციის გამოვლინებები საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში დაბალი ბუნებრივი მატებისა და გაზრდილი მიგრაციული ნაკადის შედეგად, კლებადობით ხასიათდება შრომისუნარიანი მოსახლეობის რაოდენობა. შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის კვლევის (lmis.gov.ge) თანახმად 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ 20.6% შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემთან შედარებით 2.1%-ით მეტია, უმუშევრობის მაჩვენებლები გენდერულ ჭრილში გვიჩვენებს, რომ უმუშევრობის დონე მამაკაცებში აღემატება ქალებისას. ამის ერთ ერთი გამომწვევი მიზეზი სამუშაო ძალაში მამაკაცებისა და ქალების არათანაბარი ჩართულობაა (მამაკაცები - 63%, ქალები - 40.5%). საქართველოს შრომის ბაზარს ევროპულისგან განსხვავებული სპეციფიკა აქვს. ზოგადად, ევროპულ და ამერიკულ რეალობაში სამუშაო ადგილების გადანაწილება კვალიფიკაციების მიხედვით გულისხმობს მათ გადანაწილებას შემოსავლების მიხედვითაც. ეს უმთავრესად უკავშირდება იმას, რომ ამ ქვეყნებში ანაზღაურება კვალიფიკაციის დონეს შეესაბამება. საქართველოში კი მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო პოზიცია ავტომატურად არ ნიშნავს მაღალ ანაზღაურებას. თუმცა, კვლევების მიხედვით, ტექნოლოგიების განვითარება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქართული შრომის ბაზრის პოლარიზებაში. საქართველოს შრომის ბაზრის პოლარიზაციის გამოსავლენად პირველ რიგში, განვახორციელეთ სამუშაო ადგილების კლასიფიცირება მაღალ, საშუალო და დაბალ სამუშაო ადგილებად. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიული ჯგუფების მიხედვით, დასაქმებულთა განაწილების შესახებ სტატისტიკა მხოლოდ 2017 წლიდან არის ხელმისაწვდომი, კვლევაში ასახულია 2017 წლიდან 2021 წლამდე შრომის პოლარიზაციის დინამიკა. აღსანიშნავია, რომ კვლევაში არ ფიგურირებენ სოფლის მეურნეობის სფეროს მუშაკები. ამის მთავარი განმაპირობებელი ისაა, რომ სოფლის მეურნეობის მუშაკები არ არიან წარმოდგენილი ფორმალურ შრომის ბაზარზე და თვითდასაქმებულებად კლასიფიცირდებიან (დიაკონიძე. 2020). ნახ. #3 ნახაზი #3: დასაქმებულთა განაწილება პროფესიული ჯგუფების მიხედვით საქართველოში
წყარო: ავტორისეული გაანგარიშებები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. ნახაზი ძალიან სუსტად გამოხატულ პოლარიზაციაზე მიგვითითებს. 2022 წელს ნაკლები ყველა სამუშაო რგოლში დასაქმებულების პროცენტული წილი. ამის მიუხედავად, მსგავსია შრომის პოლარიზაციის დონის ზოგადი სურათი. კვლავ, ყველაზე მეტი დასაქმებული მაღალკვალიფიციურ სამუშაოებზეა (14.4%) რასაც მოსდევს დაბალკვალიფიციური სამუშაოებზე დასაქმებულები (11.4%) და საბოლოოდ, პროცენტულად ყველაზე ნაკლები ადამიანი საშუალოკვალიფიციურ სამუშაოებზეა (9.9%). თუ შრომის პოლარიზაციას შემოსავლების გადანაწილების პერსპექტივიდანაც შევხედავთ, ამისათვის, განვიხილოთ სამუშაო ადგილების გადანაწილება შემოსავლების მიხედვით საქართველოში. ანაზღაურების დონეები დაყოფილია შემდეგნაირად: დაბალი ანაზღაურება - 600 ლარი ან მასზე ნაკლები, საშუალო - თვიური 601-1500 ლარამდე, ხოლო მაღალი -1501 ან მეტი ლარი. ნახაზი #4 კარგად ჩანს, რომ საქართველოში ყველა პროფესიულ ჯგუფში დაბალი ანაზღაურების მქონე სამუშაო ადგილების წილი არის ყველაზე დიდი. ნახ. #4 ნახაზი #4: სამუშაო ადგილების განაწილება შემოსავლების მიხედვით საქართველოში (%)
წყარო: ავტორისეული გაანგარიშებები საქსტატის მონაცემების მიხედვით განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც იზრდება დაბალ და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ქრება საშუალო რგოლი, საქართველოში საპირისპირო სურათი იკვეთება: დაბალანაზღაურებადი სამუშაოები ჭარბობს ყველა სამუშაო ადგილზე, იქნება ეს მაღალ, საშუალო თუ დაბალკვალიფიციური. დასკვნა
ბიბლიოგრაფია:
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||