English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ ვახტანგ ბურდული
გლობალური ეკონომიკური საფრთხეები და მათი გავლენა ეროვნულ ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.01.VAKHTANG.BURDULI

რეზიუმე

განხილულია და სისტემატიზებულია სტრუქტურული ელემენტები (ატრიბუტები, ინსტრუმენტები, მექანიზმები, კონცეპტუალური რეგულატორები), რომლებიც უზრუნველყოფენ გლობალიზაციის განხორციელებას ზოგადად და გლობალურ ეკონომიკურ განვითარებას კონკრეტულად. განხორციელებულია თანმიმდევრული ექსკური სხვადასხვა ისტორიული ეპოქების ძირითადი გლობალიზაციის კუთხით მათში ეკონომიკური და ჰუმანიტარული განვითარების დონის მდგომარეობის მოკლე აღწერით. ნაშრომში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა  რუსეთის იმპერიის (საბჭოთა კავშირი, რფ) სივრცეში  ჩანაცვლებისა და ელიტის ჩანაცვლების მცდელობებს  გლობალიზაციის შესაბამისი პერიოდების კონტექსტში. შემდეგ სისტემატიზებულია და მოკლედ არის აღწერილი გლობალიზაციის ბოლო პერიოდისთვის დამახასიათებელი ძირითადი ეკონომიკური საფრთხეები (ჰიპერგლობალიზაცია - 1991-2012 წწ.). ნაშრომის ბოლოს მოკლედ არის აღწერილი ზოგიერთი ამ საფრთხის გავლენა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე.