English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ გიორგი მიქელაძე
საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელირების შესაძლებლობები მცირე ზომის ერთეულების მიხედვით: შერჩევითი და არაშერჩევითი გამოკვლევის მეთოდოლოგიური ანალიზი და მსგავსი ცვლადების იდენტიფიცირება

ანოტაცია. სტატიაში განხილულია საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ინფორმაციის ძირითადი წყაროს „შინამეუნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის“  და „საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის“ გამოკვლევების მეთოდოლოგის, საველე ინსტრუმენტარის, მეტამონაცემების დეტალური ანალიზი, რის საფუძველზეც განხორციელებულია 40-მდე მსგავსი ცვლადის იდენტიფიცირება.

 სტატიაში დასაბუთებულია, რომ მსგავსი ცვლადების უმეტესობა საჭიროებს შესაბამისი მოდიფიცირების (აგრეგირება, დისაგრეგირება, ხელახლა კოდიფიცირება, ახალი ცვლადის შექმნა და სხვა) განხორციელებას, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს მათი შემდგომი გამოყენება: 1) ემპირიულ ანალიზში დროითი მწკრივების ანალიზისა და მცირე ტერიტორიული ერთეულების შეფასებების ემპირიული მოდელების ფორმირებისთვის, 2) მონაცემთა ბაზების ბმის შესაძლებლობისთვის და 3) სხვა სტატისტიკური მეთოდების გამოყენებისთვის (მონაცემთა კორექტირება, მოსწორება, იმპუტაცია და სხვა).

საკვანძო სიტყვები: საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა, საქართველოს საყოველთაო აღწერა, მცირე ზომის შეფასების მეთოდები, სტატისტიკური გამოკვლევების მეთოდოლოგია, მეტამონაცემები და საველე ინსტრუმენტარი.

შესავალი

1970 წლიდან  ჩამოყალიბდა  მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების SAE მოდელები, რომელთა ფუძემდებლად FAY  და Herriot  მოიაზრება. შინამეურნეობების სტატისტიკური გამოკვლევები, როგორც წესი რეპრეზენტატულია  მაღალი აგრეგირების დონეზე. აღნიშნული მეთოდის მეშვეობით, სტატისტიკური გამოკვლევის მცირე და დიდი ზომის მონაცემებით მიიღება შეფასებები აგრეგირების მცირე ჭრილში. მცირე ზომის ერთეულების შეფასების მოდელები (SAE) პირობითად იყოფა ორ ჯგუფად: 1) ტერიტორიული ერთეულის და 2) დაკვირვების ერთეულის მოდელებად. აღნიშნული მოდელები ძირითადად განსხვავდება სტატისტიკური მონაცემების ხელმისაწვდომობით [1, მიქელაძე გ.].

ნაშრომის მიზანს წარმოადგენს საქართველოს მაგალითზე შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების შეფასებების მიღება მცირე ტერიტორიულ ჭრილში  (მუნიციპალიტეტები/თბილისის რაონები) ემპირიული მოდელების რეალიზაციის მეთოდების გამოყენებით, რაც გულისხმობს შერჩევითი (შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების) და არაშერჩევითი (საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის გამოკვლევების მეთოდოლოგის, საველე ინსტრუმენტარის) მეტამონაცემების დეტალური ანალიზის საფუძველზე მსგავსი ცვლადების იდენტიფიცირებას.

შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის ინსტრუმენტარი

საქართველოში შინამეურნეობების შემოსავლების, ხარჯებისა და ცხოვრების დონის სხვა სტატისტიკური მაჩვენებლების წყაროს „შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა“ (2017 წლამდე „შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა“) წარმოადგენს. აღნიშნული გამოკვლევა  შერჩევითია, მონაცემები გროვდება ყოველთვიურად, აგრეგირებული მონაცემები ვრცელდება წლიურად და მაჩვენებლები არის რეპრეზენტატული საქართველოს კერძო შინამეურნეობებზე ქვეყნისა და ადმინისტრაციული რეგიონის დონეზე. გამოკვლევა ხორციელდება შვიდი კითხვარის გამოყენებით [12, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეთოდოლოგია]:

v  შინდა 01 - საწყისი ინტერვიუ;

v  შინდა 02 - საკონტროლო ბარათი;

v  შინდა 03 - ხარჯების დღიური;

v  შინდა 04 - ხარჯების კვარტალური კითხვარი;

v  შინდა 05 - ტრანსფერტები ქონებიდან და შემოსავლები, დანაზოგები;

v  შინდა 05-1 - დასაქმებისა და შემოსავლების კითხვარი;

v  შინდა 07 - უარის ფურცელი.

შინდა 01 - საწყისი ინტერვიუ. კითხვარი წარმოადგენს წლიურს, მისი მეშვეობით შინამეურნეობის გამოკითხვა ხორციელდება მხოლოდ პირველი ინტერვიუს დროს და მის  შესახებ მიღებული  ინფორმაცია გროვდება შემდეგ საკითხებზე: 1) საცხოვრებელი პირობები: ფლობა, დაქირავება და ა.შ; 2) საცხოვრისის ძირითადი მასალა: საცხოვრისის გარე კედლები, მისი  იატაკი და  სახურავი; 3) შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის ფართობი: საერთო და საცხოვრებელი; 4) საცხოვრებლის ოთახების რაოდენობა: საერთო და საძინებელი; 5) შინამეურნეობის უზრუნველყოფა: სამზარეულო, მარანი ან სარდაფი, სააბაზანო, ავტოფრეხი; 6) საცხოვრისის სასმელი და სანიტარიულ–ჰიგიენური  წყალმომარაგების ძირითადი წყარო: ტიპის იდენტიფიცირების გარეშე (გაუმჯობესებული, გასაუმჯობესებელი); 7) ტუალეტის ტიპი: ტიპის იდენტიფიცირების გარეშე (გაუმჯობესებული, გასაუმჯობესებელი); 8) შინამეურნეობა უზრუნველყოფილია შემდეგი ნივთებით და მომსახურებით: ცხელი წყლის ცენტრალური სისტემა, ელექტროობა, გაზმომარაგების ცენტრალური სისტემა, თხევადი აირით გაზმომარაგება (ბალონი), გათბობის ინდივიდუალური სისტემა, სტაციონარული ტელეფონი, ინტერნეტი (არ მოიცავს მობილურ ინტერნეტს); 9) საკუთრებაში არსებული ხანგრძლივი მოხმარების საგნები:  მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, პერსონალური კომპიუტერი, ავტომობილი, გაზქურა/ელექტროქურა, მობილური ტელეფონი, გამათბობელი და ა.შ.; 10) ძირითადი საცხოვრებელის გარდა სხვა საცხოვრებლის, აგარაკის ან მიწის ფართობის ფლობა, რომელსაც არ იყენებენ სამეურნეო დანიშნულებით; 11) ფართობი, რომელიც უკავია ჩამოთვლილ კულტურებს მიწაზე, რომელსაც შინამეურნება უვლის: ვენახი, ხეხილი, ჩაი, ციტრუსები, ხორბალი, სიმინდი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, კარტოფილი, პირუტყვის საკვები, სათიბ-საძოვარი, მზესუმზირა, თამბაქო, ლობიო, სოიო, თხილი და სხვა; 12) მიწის ნაკვეთები, რომელსაც შინამეურნეობა უვლის: ფართობი, საკუთრების ფორმა და მანძილი საცხოვრებლიდან; 13) შინაური ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობა შინამეურნეობაში; 14) სიღარიბის სუბიექტური შეფასებები.

შინდა 02 - საკონტროლო ბარათი. კითხვარი წარმოადგენს წლიურ გამოკითხვას, მისი მეშვეობით შინამეურნეობის გამოკითხვა ხორციელდება მხოლოდ პირველი ინტერვიუს დროს. ინფორმაცია გროვდება  შემდეგ საკითხებზე: 1) შინამეურნეობის წევრის სახელი და გვარი; 2) შინამეურნეობის წევრის მიმართება შინამეურნეობის უფროსთან; 3) შინამეურნეობის წევრის სქესი, დაბადების თარიღი, ასაკი, ეროვნება, ოჯახური მდგომარეობა; 3) შინამეურნეობის წევრის განათლების მიღწეული დონე: წერა-კითხვის უცოდინარი, არ აქვს განათლება, მაგრამ შეუძლია წერა-კითხვა, სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხური, ზოგადი განათლების საბაზო საფეხური (არასრული საშუალო), სრული ზოგადი განათლება (სრული საშუალო), პროფესიული განათლება სრული ზოგადი განათლების ატესტატის გარეშე, პროფესიული განათლება საბაზო (არასრული საშუალო) განათლების ბაზაზე, სრული ზოგადი განათლების ატესტატით, პროფესიული განათლება სრული ზოგადი განათლების ბაზაზე (გარდა უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა), უმაღლესი პროფესიული განათლების ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი, ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი, მაგისტრის/რეზიდენტურის კურსდამთავრებული ან მასთან გათანაბრებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დიპლომი, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი; 4) შინამეურნეობის წევრის სპეციალური სტატუსი: ინვალიდი, იძულებით ადგილნაცვალი პირი, ქრონიკული ავადმყოფი და ა.შ.; 5) დროებით წასული, დაზღვევის ტიპი; 6) შინამეურნეობის წევრის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით რაიმე მოწყობილობის (მ. შ. მობილური ტელეფონის) გამოყენებით ინტერნეტით სარგებლობა; 7) შინამეურნეობის წევრის მიერ ბოლო 3 თვის განმავლობაში კომპიუტერით (მ. შ. ლეპტოპით  ან პლანშეტური კომპიუტერით)  სარგებლობა; 8) გასული 3 თვის განმავლობაში დადიოდა თუ არა შინამეურნეობის წევრი: რეპეტიტორთან, სპორტულ წრეზე/სექციაზე, სახელოვნებო წრეზე/სექციაზე, სხვა წრეზე/სექციაზე, კურსებზე პროფესიის/ ხელობის დასაუფლებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.

შენიშვნა: ცვლილებაშინამეურნეობისშემადგენლობასა და დემოგრაფიულ მონაცემებშიკვარტალურად ფიქსირდება შინდა 05 კითხვარში.

შინდა 03 - ხარჯების დღიური. ხარჯების დღიური წარმოადგენს კვარტალურ კითხვარს და გამიზნულია ერთი კვირის განმავლობაში შინამეურნეობის წევრების მიერ სასურსათო და არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ჩანაწერების წარმოებისთვის. დღიურში უნდა ჩაიწეროს შინამეურნეობის ყველა ხარჯი მითითებულ შვიდდღიან პერიოდში. ხარჯების დღიურში ყოველი დღის შესახებ ინფორმაცია გროვდება სამი ცხრილის გამოყენებით:

ცხრილი 1. მოიცავს ინფორმაციას მითითებულ დღეს სახლში მოტანილი (როგორც ნაყიდი, ასევე საკუთარ მეურნეობაში მოწეული), საჩუქრად ან ჰუმანიტარული დახმარებით მიღებული (როგორც პირადი მოხმარებისათვის, ისე გასაყიდი — საკუთარი ნაწარმის შემთხვევაში), პირუტყვის საკვებად (საკუთარი ნაწარმის შემთხვევაში) და გადასამუშავებლად საკვები პროდუქტების შესახებ, რაც ითვალისწინებს რაოდენობის, ზომის ერთეულის, პროდუქციის წარმომავლობის დანიშნულების, ლარში ხარჯისა და სხვა მახასიათებლების მითითებას.

ცხრილი 2.  მოიცავს ინფორმაციას შინამეურნეობის წევრის (წევრების) მიერ სახლის გარეთ (სასადილოში, კაფეში, ქუჩაში, სამსახურში და ა. შ.) კვებაზე გაწეული ხარჯების შესახებ, რაც  ითვალისწინებს ადამიანების რაოდენობისა და  ხარჯის მითითებას ლარში.

ცხრილი 3. მოიცავს ინფორმაციას არასასურსათო საქონელსა და მომსახურების შესახებ, ითვალისწინებს რაოდენობის, ზომის ერთეულის, დანიშნულების, ლარში ხარჯისა და სხვა მახასიათებლების მითითებას.

შინდა 04 - ხარჯების კვარტალური კითხვარი. არის შინამეურნეობის კვარტალური ხარჯების კითხვარი, რომლის საანგარიშო პერიოდი გასული სამი თვით განისაზღვრება. კითხვარი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

ხარჯები:

v  ხარჯები სახლ-კარის მოვლაზე: რემონტი, ენერგია, კომუნალური გადასახადები;

v  ხარჯები ავეჯსა და საოჯახო მოწყობილობაზე;

v  ხარჯები ტანსაცმელზე, ფეხსაცმელსა და ქსოვილებზე;

v  სამომხმარებლო ხარჯები ტრანსპორტზე;

v  ხარჯები ჯანმრთელობის დაცვაზე;

v  ხარჯები განათლებასა და ბავშვის მოვლაზე;

v  ხარჯები დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე;

v  რიტუალებთან დაკავშირებული ხარჯები;

v  სხვა ხარჯები: გადახდები დაზღვევაზე, დაბადების, პირადობის, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობაზე,  პარსპორტზე გაწეული ხარჯი, ავტომობილის მართვის სწავლების,  მართვის მოწმობის მიღების ხარჯები და ა.შ.;

v  ხარჯები გადამუშავებისთვის შეძენილ პროდუქტზე ან საკლავზე.

სოფლის მეურნეობა:

v  მიწათმოქმედება;

v  მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მეთევზეობა.

ენერგიის მოხმარება:

v  ენერგიის ფორმების მოხმარება.

შინდა 05 - ტრანსფერტები ქონებიდან და შემოსავლები, დანაზოგები. კითხვარი წარმოადგენს კვარტალურს, მისი მეშვეობით  გროვდება ინფორმაცია შინამეურნეობის შემდეგ საკითხებზე:

v  პენსიები, სტიპენდიები, დაზღვევა, დახმარება — მოიცავს ასაკისა და ინვალიდობის პენსიას, სტიპენდიებს, სოციალურ დახმარებებს და ა.შ.;

v  საჩუქრების, დახმარებების ან/და უფასოდ მომსახურების სახით მიღებული შემოსავალები — მოიცავს ფულადი და არაფულადი (ნატურის) სახით საჩუქრად მიღებულ დახმარებებს;

v  შინამეურნეობების მიერ მიღებული სხვა შემოსავალი — წილიდან (საწარმოში, რაიმე საქმეში), აქციებიდან, პროცენტი ობლიგაციებიდან, ანაბრებიდან, გასესხებული თანხიდან, ბინის, აგარაკის, მანქანისა და სხვა საკუთრების გაქირავებიდან მიღებული შემოსავლები; მემკვიდრეობით მიღებული ფული; ალიმენტი; დაფინანსება გრანტის სახით და ა.შ.;

v  შინამეურნეობის ფინანსური მდგომარეობის ცვლილება, რაც ითვალისწინებს ქონების გაყიდვას, ფულის სესხებას, ადრე გადანახული დანაზოგების გამოყენებას, ან ფულის მიღების სხვა წყაროების მოძებნას;

v  ქონების ყიდვა-გაყიდვა — წილი კაპიტალში, აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები; მიწა, სამეურნეო დანიშნულების ტექნიკა და მოწყობილობები; ავტომობილი, მოტოციკლი და სხვა სატრანსპორტო საშუალება; ანტიკვარული, უნიკალური ნივთები (მხატვრული ტილოები, კოლექციები); ძვირფასი ქვები, სამკაული, ოქრო და სხვა ძვირფასი მეტალები; ბინა, აგარაკი, ავტოფარეხი, სხვა უძრავი ქონება და ა.შ.;

v  სხვა ცვლილებები ქონებრივ მდგომარეობაში — მემკვიდრეობით ან საჩუქრის სახით მიღებული ქონება;

v  შინამეურნეობიდან გასულ წევრთაგან მიღებული და მათთვის გაგზავნილი გზავნილები — ინფორმაცია  საქართველოს სხვა კუთხეში ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასული წევრებთან გაგზავნილი ან მიღებული გზავნილების შესახებ;

v  ცვლილება შინამეურნეობის შემადგენლობაში გასულ სამ თვეში — შინამეურ­ნეობების შემადგენლობისა და დემოგრაფიული მონაცემების ცვლილება.

შინდა 05 _1- ტრანსფერტები ქონებიდან და შემოსავლები, დანაზოგები. კითხვარი წარმოადგენს კვარტალურს, მისი მეშვეობით გამოიკითხება შინამეურნეობის  15 წლისა და უფროსი  ასაკის ყველა წევრი და მოიცავს ინფორმაციას დასაქმებისა და შემოსავლების შესახებ ბიზნესსაქმიანობიდან და დაქირავებული შრომიდან გამომდინარე. ინფორმაცია გროვდება როგორც ძირითადი, ასევე არაძირითადი საქმიანობის შემდეგ საკითხებზე:

v  საქმიანობის სახე — გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკატორი, სეკ (NACE Rev 2) (2016);

v  საკუთრების ფორმა — მოიცავს სახელმწიფო საკუთრების,            კერძო საკუთრებისა და სხვა ფორმებს;

v  დასაქმების სახე — წერილობითი ან სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრულ ხელფასზე (ფულადი ან ნატურით)  მომუშავე პირი; საკუთარ საწარმოში მომუშავე მეწარმე, მეურნე (დაქირავებული მუშაკებით) და ა.შ.;

v  შემოსავლის ოდენობა — დასაქმებიდან შრომის ანაზღაურება, მოგება და სხვა სახის შემოსავლები.

შინდა 07 - უარების ფურცელი.  კითხვარი წარმოადგენს კვარტალურს და ივსება ერთი ფორმა  დაკვირვების თითოეულ უბანზე. კითხვარი ივსება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ უბანზე შინამეურნეობა, რომლის მისამართიც მოცემულია გამოსაკითხი შინამეურნეობების სიაში, რაიმე მიზეზით ვერ გამოკითხეს. უარის ფორმა მოიცავს როგორც ინტერვიუს არ ჩატარების მიზეზს, ასევე ამ შინამეურნეობის მატერიალური მდგომარეობის შეფასებას. 

საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის ინსტრუმენტარი

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა პერიოდში — 2014 წლის 5 ნოემბრიდან 19 ნოემბერის ჩათვლით. მოსახლეობის აღრიცხვის მომენტს (კრიტიკული მომენტი) წარმოადგენდა 4-5 ნოემბრის შუაღამის 12 საათი (ე. ი. მონაცემები არ შეგროვდა მოსახლეობის კრიტიკული მომენტის შემდეგ დაბადებული ბავშვებისა და ამ მომენტამდე გარდაცვლილი პირების შესახებ). აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორიის 82 პროცენტი (57 ათასი კვ.კმ). აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ: აფხაზეთის არ-ში და ცხინვალის რეგიონში (მთლიანი ფართობი — 13 ათასი კვ.კმ). აღწერა ჩატარდა ქვეყნის დასახლებების (ქალაქი, დაბა, სოფელი) 79 პროცენტში, მოიცვა 71 თვითმმართველი ერთეული და 3726 დასახლება. აღწერა ვერ ჩატარდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ 1015 დასახლებაში. საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა განხორციელდა ოთხი კითხვარის გამოყენებით [15, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგია და ინსტუმენტარი]:

v  ფორმა 1 – კითხვარი საცხოვრისის შესახებ;

v  ფორმა 2 – პერსონალური კითხვარი;

v  ფორმა 3  – კითხვარი ემიგრანტების შესახებ;

v  ფორმა 4 – კითხვარი სოფლის მეურნეობის შესახებ.

ფორმა  1 – კითხვარი საცხოვრისის შესახებ. კითხვარი მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1) შინამეურნეობის წევრის სახელი და გვარი; 2) შინამეუნეობაში დროებით არ მყოფნი, დროებით მცხოვრები, ემიგრანტი; 3) შინამეურნეობის წევრის დამოკიდებულება შინამეურნეობის უფროსთან, შინამეურნეობაში მცხოვრები დედის და მამის რიგითი ნომერი; 4) შინამეურნეობა არის თუ არა უსახლკარო; 5) საცხოვრებლის ტიპი: ინდივიდუალური სახლი, იზოლირებული (ცალკე) ბინა და სხვა; 6) საცხოვრისის აშენების წელი; 7) შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის ფართობი: საერთო და საცხოვრებელი; 8) საცხოვრებლის საერთო ოთახების რაოდენობა; 9) საცხოვრებლის კეთილმოწყობის სახეები: ელექტროგაყვანილობა, ბუნებრივი აირი, გათბობის სისტემა, გათბობის ინდივიდუალური საშუალებები (ელექტრო- ან გაზის გამათბობელი, შეშის ღუმელი და ა.შ.), წყალგაყვანილობა, ტუალეტი (ჩარეცხვადი), კანალიზაცია, აბაზანა ან  შხაპი, ცხელი წყლით მომარაგების სისტემა (საქვაბე, დენისა და გაზის გამაცხელებელი და ა.შ.); 10) საცხოვრისის სარგებლობის ფორმა; 11) სასოფლო-სამეურნეო მიწის, პირუტყვის, ფრინველის ან ფუტკრის ოჯახის (სკის) არსებობა; 12) ხეხილის, ციტრუსის, ბაღის, ბაღჩის ან ბოსტნის არსებობა; 13) წყალსატევების არსებობა აკვაკულტურისთვის.

ფორმა  2 – პერსონალური კითხვარი. კითხვარის მეშვეობით ინფორმაცია გროვდება შინამეურნეობის ყველა წევრზე და მოიცავს შემდეგ საკითხებს: 1) შინამეურნეობის წევრის პირადი ნომერი; 2) შინამეურნეობის წევრის სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, ეროვნება, აღმსარებლობა, ოჯახური მდგომარეობა; 3) ინფორმაცია შიდა მიგრაციასა და იმიგრაციის შესახებ; 4) დევნილის ან ლტოლვილის სტატუსის არსებობა; 5) ინფორმაცია ენების ფლობის შესახებ; 6) ინფორმაცია განათლების შესახებ: ამჟამად დადის თუ არა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, განათლების მიღწეული დონე; 7) ინფორმაცია შობადობის შესახებ; 8) ეკონომიკური საქმიანობის სტატუსი, დასაქმების სტატუსი, ეკონომიკური საქმიანობა, შემოსავლების წყაროები; 9) ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პრობლემები, შეზღუდული შესაძ­ლებლობის მქონე პირის სტატუსის არსებობა.

ფორმა  3  – კითხვარი ემიგრანტების შესახებ. კითხვარი ივსება შინამეურნეობიდან წასულ ყველა ემიგრანტ წევრზე და გროვდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე: 1) პირის სქესი, დაბადების თარიღი და ადგილი, მოქალაქეობა, ეროვნება, ოჯახური მდგომარეობა; 2) დევნილის სტატუსის არსებობა; 3) განათლების მიღწეული დონე; 4) ქვეყნიდან გასვლის თარიღი; 5) ქვეყანა, სადაც ამჟამად იმყოფება; 6) საქართველოდან წასვლის მიზეზი; 7) ინფორმაცია საქმიანობასთან დაკავშირებით; 8) ინფორმაცია შინამეურნეობას და ემიგრანტს შორის დახმარებასთან დაკავშირებით.

ფორმა  4 – კითხვარი სოფლის მეურნეობის შესახებ. კითხვარი მოიცავს ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე: 1) სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის შესახებ: საკუთარი, იჯარით აღებული, იჯარით გაცემული; 2) მეურნეობის მდებარეობა და მიწათსარგებლობა; 3) შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული მარავლწლოვანი ნარგავების რაოდენობა; 4) შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ვაზის ძირთა რაოდენობა; 5) შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული პირუტყვის, ფრინველისა და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა; 6) ინფორმაცია შინამეურნეობაში წარმოებული პროდუქტის გამოყენების შესახებ; 7) სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობები. 

მსგავსი ცვლადები შერჩევით („შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა - HIES“)და არაშერჩევით („საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა- CENSUS 2014“) გამოკვლევაში

მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების ემპირიული მოდელების რეალიზებისთვის აუცილებელია მსგავსი ცვლადების იდენტიფიცირება შერჩევითი  („შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა“) და არაშერჩევითი  („საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა“) გამოკვლევის მონაცემთა ბაზებიდან.

სტატისტიკური გამოკვლევის მეთოდოლოგიის, მეტამონაცემების, ინსტრუმენტარისა და მონაცემთა ბაზების ანალიზის საფუძველზე მოხდა მსგავსი ცვლადების იდენტიფიცირება, დადგინდა მეთოდოლოგიური მსგავსება და განსხვავება, შეფასდა ცვლადთა მოდიფიცირების საჭიროება (აგრეგირება, დისაგრეგირება, ხელახლა კოდიფიცირება, ახალი ცვლადის შექმნის საჭიროება და სხვა).

ცხრილი 1. მსგავსი ცვლადები, მეთოდოლოგიის ანალიზი და მოდიფიცირების საჭიროება [12-16, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური].

 

ცვლადის სახელი

ცვლადის აღწერა

მდებარეობა საველე ინსტრუმენტარში

მეთოდოლოგიის ანალიზი

მოდიფიცირების საჭიროება

საქართველოს მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერა

შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა

შინამეურნეობის მისამართი

შინამურნეობის მისამართი მოიცავს ინფორმაციას: 1) საქართველოს ადმინისტრაციული რეგიონის; 2) დასახლების (საქალაქო და სასოფლო) ტიპის  და 3) მუნიციპალი­ტეტის/ თბილისის რაიონის შესახებ.

ინსტრუმენტარის სატიტულე გვერდი.

ინსტრუმენტარის სატიტულე გვერდი.

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

საჭიროა მუნიციპალიტეტის და თბილისის რაიონების ცვლადის კომბინირება, თბილისის მოსახლეობის ზომიდან და ერთგვაროვნების პრინციპიდან გამომდინარე. ემპირიულ მოდელების რეალიზაციისას გამოყენებულ უნდა იქნეს სამივე ცვლადი დამოუკიდებლად.

მიმართება შინამეურნეობის უფროსთან

აღნიშნულ ველში წარმოდგენილია მიმართება შინამეურნეობის უფროსთან.

ფორმა 1: „საცხოვრისში მცხოვრებთა სია“.

შინდა 02, კითხვა №2: „სახელი და გვარი“.

სტატისტიკურ გამოკვლევებში არსებობს ორი მეთოდი შინამეურნეობის სტრუქტურის დასახასიათებლად. პირველი: შინამეურნეობის რომელიმე ერთი წევრის მიმართ სხვა წევრების მიმართების დადგენა და მეორე: შინამეურნეობის წევრთა მიმართების მატრიცა, სადაც მოცემულია შინამეურნეობის ყველა წევრის მიმართება დანარჩენ წევრებთან. ორივე გამოკვლევა იყენებს პირველ მიდგომას, კოდიფიცირება მსგავსია თუმცა არაიდენტური, შესაძლებელია კატეგორიების დაჯგუფებით მსგავსი კოდიფიცირების მიღება.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან 1) არ ატარებს ეკონომიკურ შინაარს;  2) შესაძლებელია ერთი და იმავე შინამეურნეობის წევრთა მიმართება ორ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა ადამიანის მიმართ იყოს განსაზღვრული. მონაცემთა შემდგომი ანალიზის პროცესში შეიქმნება ახალი მაჩვენებელი შინამეურნეობის ზომა, რომელიც გამოყენებული იქნება მოდელების ემპირიულ რეალიზაციაში.

ემიგრანტობის სტატუსი

კითხვა ახდენს შინამეურნეობის წევრების იდენტიფიცირებას, რომლებიც წასულები არიან შინამეურნეობიდან 1 წელზე მეტი ხნით.

ფორმა 1: „ემ.“

შინდა 02, კითხვა №14: „შინამეურნეობის შემადგენლობაში ცვლილება პირველი ინტერვიუს მდგო­მარეობასთან შედარებით“.

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან არ ატარებს ეკონომიკურ შინაარს. აღნიშნული ცვლადის შესახებ ინფორმაცია გამოყენებულ იქნება ახალ ცვლადში (შინამეურნეობის ზომაში)

დროებით წასული

კითხვა ახდენს შინამეურნეობის წევრების იდენტიფიცირებას, რომლებიც წასულები არიან შინამეურნეობიდან 3 თვიდან 1 წლამდე პერიოდით.

ფორმა 1: „დრ. არმც.“

შინდა 02, კითხვა №13: „დროებით წასული“.

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან არ ატარებს ეკონომიკურ შინაარს. აღნიშნული ცვლადის შესახებ ინფორმაცია გამოყენებულ იქნება ახალ ცვლადში (შინამეურნეობის ზომაში).

საცხოვრისის აშენების წელი

კითხვის პასუხად უნდა მიეთითოს საცხოვრებლის აშენების წელი.

ფორმა 1: „საცხოვრისის აშენების წელი“.

შინდა 01, კითხვა №1: „როდის არის აგებული თქვენი საცხოვრისი?“

საყოველთაო აღწერა ითვალისწინებდა საცხოვრისის აშენების კონკრეტული წლის მითითებას, როდესაც შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში ხდება აშენების წლების ინტერვალის დაფიქსირება.

მსგავსი ტიპის ცვლადის ფორმირებისთვის აუცილებელია, მოხდეს პასუხის კატეგორიების დაჯგუფება, რაც გულიხსმობს საყოველთაო აღწერის ბაზაში შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის იდენტური წლების ინტერვალური კატეგორიების შექმნას და შემდეგომ მის გამოყენებას.

საცხოვრისის საერთო ფართობი

გულისხმობს საცხოვრისის საერთო ფართობს კვადრატულ მეტრებში. საერთო ფართობში, საცხოვრებელი ოთახების ფართობის გარდა, შედის სამზარეულოს, დერეფნის, აბაზანის, ტუალეტის, ღია ლოჯიის (შენობაში ამოყვანილი ღია აივანი) და სხვა დამხმარე სათავსო-ნაგებობების ფართობი. საერთო ფართში არ შედის ეზოს ან სხვა მიმდებარე მიწის ნაკვეთის ფართობი.

ფორმა 1, კითხვა №4: „საერთო ფართობი (კვ.მ)“

შინდა 01, კითხვა №6: „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის ფართობი, ქვეკითხვა: საერთო ფართი“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

საცხოვრებელი ოთახების საერთო ფართობი

გულისხმობს საცხოვრისის საცხოვრებელი ოთახების საერთო ფართობს კვადრატულ მეტრებში. საცხოვრებელ ფართში არ შედის სამზარეულო, დერეფანი, აბაზანა, ტუალეტი, ღია ლოჯია და სხვა დამხმარე სათავსო-ნაგებობების ფართობი.

ფორმა 1, კითხვა №5: „საცხოვრებელი ოთახების საერთო ფართობი (კვ.მ)“

შინდა 01, კითხვა №6: „ჩაწერეთ რამდენია შინამეურნეობის მიერ დაკავებული საცხოვრებლის ფართობი, ქვეკითხვა: „საცხოვრებელი ფართი“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

საცხოვრებელი ოთახების საერთო რაოდენობა

კითხვის პასუხად უნდა მიეთითოს საცხოვრებელი ოთახების ჯამური რაოდენობა. საცხოვრებელი ოთახი - საცხოვრისში განკუთნილი ნაწილი, რომელიც შემოფარგლულია კელებით ან ტიხრით და განცალკევებულია სხვა ოთახებისგან, რომელის გამოყენება შეიძლება საძინებლად. შენიშვნა: მოიცავს სტუდიოს ტიპის ოთახებსაც.

ფორმა 1, კითხვა №3: „საცხოვრებელი ოთახების საერთო რაოდენობა“.

შინდა 01, კითხვა №7: „ჩაწერეთ რამდენი ოთახია თქვენს საცხოვრისში? ქვეკითხვა: სულ?“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

საცხოვრისში ელექტროგაყვანი­ლობის არსებობა

კითხვა გულისხმობს საცხოვრიში ელექ­ტოგაყვანილობის არსებობას. დენის მიწოდების წყაროდ ითვლება, როგორც ცენტრალური ასევე სხვა ალტერნა­ტიული საშუალებები.

ფორმა 1, კითხვა №6: „საცხოვრისის კეთილწმოყობის სახეები,

ქვეკითხვა: ელექტროგაყვანი­ლობა“.

შინდა 01, კითხვა №11: „რითაა უზრუნ­ველყოფილი თქვენი საცხოვრისი?“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

საცხოვრისში გათბობის სისტემის არსებობა

კითხვა გულისხმობს საცხოვრისში გათბობის სისტემის არსებობას.

ფორმა 1, კითხვა №6: „საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეები, ქვეკითხვა: გათბობის სისტემა“.

შინდა 01, კითხვა №11: „რითაა უზრუნ­ველყოფილი თქვენი საცხოვრისი?“

საყოველთაო აღწერის აღნიშნულ კითხვაში გაერთიანებულია როგორც ცენტრალური გათბობა, რომლის ქვაბიც საცხოვრისის გარეთაა მოთავსებული, ასევე ის ცენტრალური გათბობის სისტემა, რომლის ქვაბიც შინამეურნეობაშია, ხოლო შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში კი - ცალ-ცალკეა (1. ცხელი წყლის ცენტრალური სისტემა და 2. გათბობის ინდივიდუალური სისტემა) წარმოდგენილი კითხვარში.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა მოხდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში შესაბამისი ორი ცვლადის გაერთიანება და ახალი მაჩვენებლის შექმნა.

ჩარეცხვადი ტუალეტის არსებობა

აღენიშნება საცხოვრისს, თუ მასში დამონტაჟებულია ტუალეტი, რომელიც მიერთებულია წყალგა­ყვანილობასთან ან ირეცხება ერთჯერადად.

ფორმა 1, კითხვა №6: „საცხოვრისის კეთილწმოყობის სახეები, ქვეკითხვა: ტუალეტი (ჩარეცხვადი).“

შინდა 01, კითხვა №10: „როგორ ტუალეტს იყენებთ?“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის კითხვიდან პასუხის შესაბამისი კატეგორი(ებ)ის ამორჩევა.

შინამეურნეობაში კანალიზაციის არსებობა

აღენიშნება საცხოვრისს, თუ მასში არის საკანალიზაციო მილსადენების ცენტრალური ან ინდივიდუალური სისტემა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გასადინებლად.

ფორმა 1, კითხვა №6: „საცხოვრისის კეთილწმოყობის სახეები, ქვეკითხვა კანალიზაცია“

შინდა 01, კითხვა №10: „როგორ ტუალეტს იყენებთ?“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის კითხვიდან პასუხის შესაბამისი კატეგორი(ებ)ის ამორჩევა.

შინამეურნეობაში აბაზანის ან შხაპის არსებობა

აღენიშნება საცხოვრისს, თუ მასში დადგმულია აბაზანა ან შხაპი, მიუხედავად ცხელი წყლის მიწოდების საშუალებისა. აბაზანით ან შხაპით მოწყობილად არ ჩაითვლება საცხოვრისი, რომელშიც აბაზანა (შხაპი) დადგმულია, მაგრამ არ არის კანალიზაცია.

ფორმა 1, კითხვა №6: „აბაზანა ან შხაპი (კანალიზაციის არსებობის შემთხვევაში)?“

შინდა 01, კითხვა №8: „რამდენადაა უზრუნველყოფი­ლი თქვენი საცხოვრისი, ქვეკითხვა: სააბაზანო?“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

შინამეურნეობაში ცხელი წყლით მომარაგების სისტემის არსებობა

აღენიშნება საცხოვრისს, თუ მასში არის მოსახლეობის საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის ცხელი წყლის მიწოდების როგორც ცენტრალური, ისე ინდივიდუალური სისტემა.

ფორმა 1, კითხვა №6: „ცხელი წყლით მომარაგების სისტემა (საქვაბე, დენის და გაზის გამაცხელებელი და ა.შ.)“

შინდა 01, კითხვა №11: „რითაა უზრუნველყოფი­ლი თქვენი საცხოვრისი?“

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში ცალ-ცალკეა წარმოდგენილი ცხელი წყლის მომარაგების ცენტრალური და ინდივიდუალური სისტემები.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში შესაბამისი ორი ცვლადის გაერთიანება და ახალი მაჩვენებლის შექმნა.

საცხოვრისის სარგებლობის ფორმა

კითხვის მეშვეობით დგინდება საცხოვრისის სარგებლობის ფორმა.

ფორმა 1, კითხვა №7: „სარგებლობის ფორმა?“

შინდა 01, კითხვა №2: „დაასახელეთ თქვენი საცხოვრისის საკუთრების ფორმა?“

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხები არ არის იდენტური.

ერთნაირი ცვლადების (პასუხების) მისაღებად უნდა განხორციელდეს ორივე გამოკვლევის კითხვის პასუხების დაჯგუფება მსგავსი კატეგორიების მისაღებად.

შინამეურნეობაში სასოფლო-სამეურნეო მიწის, პირუტყვის, ფრინველის ან ფუტკრის ოჯახის (სკის) საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებობა

კითხვის მიზანია, დადგინდეს ჰქონდა თუ არა შინამეურნეობის რომელიმე წევრს (დროებით არმყოფი წევრების ჩათვლით) სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწა, პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი (სკა).

ფორმა 1, კითხვა №8.1: „ჰქონდა თუ არა შინამეურნეობის რომელიმე წევრს საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში სასოფლო-სამეურნეო მიწა, პირუტყვი, ფრინველი ან ფუტკრის ოჯახი (სკა).“

შინდა 01, კითხვა №15: „იყენებს თუ არა თქვენი ოჯახი რაიმე მიწას სამეურნეოდ?"


შინდა 01, კითხვა №19: „ჩაწერეთ შინაური ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობა თქვენს შინამეურნეობაში“.

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში ცალ-ცალკეა წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო მიწა და პირუტყვის, ფრინველის ან ფუტკრის ოჯახის (სკის) ფლობა.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში შესაბამისი ორი ცვლადის გაერთიანება და ახალი მაჩვენებლის შექმნა.

შინამეურნეობაში ხეხილის, ციტრუსის, ბაღის, ბაღჩის საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში არსებობა

კითხვის მიზანია დადგინდეს ჰქონდა თუ არა შინამეურნეობის რომელიმე წევრს (დროებით არმყოფი წევრ(ებ)ის ჩათვლით) სარგებლობაში ხეხილის, ციტრუსის ან ვაზის ძირები, ბაღჩა ან ბოსტანი (აღნიშნული შესაძლებელია მდებარეობდეს შინამეურნეობის საკარმიდამო, სააგარაკე ან სხვა მიწაზე).

ფორმა 1, კითხვა №8.2: „ჰქონდა თუ არა შინამეურნეობის რომელიმე წევრს საკუთრებაში ან დროებით სარგებლობაში ხეხილი, ციტრუსი, ვაზი, ბაღჩა ან ბოსტანი?“

შინდა 01, კითხვა №15: „იყენებს თუ არა თქვენი ოჯახი რაიმე მიწას სამეურნეოდ?“ 

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

სქესი

კითხვის მიზანია დადგინდეს შინამეუნეობის წევრის სქესი.

ფორმა 2, კითხვა №2: „სქესი“

შინდა 02, კითხვა №4: „სქესი“ 

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებს.

დაბადების თარიღი

კითხვის მიზანია დადგინდეს შინამეუნეობის წევრის დაბადების თარიღი.

ფორმა 2, კითხვა №3: „დაბადების თარიღი“

შინდა 02, კითხვა №5: „დაბადების თარიღი“ 

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელში დაბადების თარიღის ცვლადის გათვალისწინება უნდა განხორციელდეს ახალი, ასაკის, ცვლადის შექმნით, რომელიც იქნება წლებში მოცემული და გაანგარიშებული იქნება ინტერვიუს დროისა და დაბადების თარიღის მეშვეობით.

ეროვნება

კითხვის მიზანია დადგინდეს შინამეუნეობის წევრის ეროვნება.

ფორმა 2, კითხვა №6: „ეროვნება/ეთნი­კუ­რი წარმომავლობა“

შინდა 02, კითხვა №7: „ეროვნება“

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხის კატეგორიები არ არის იდენტური

ერთნაირი ცვლადის მისაღებად უნდა მოხდეს ორივე გამოკვლევის კითხვის პასუხების კატეგორიების დაჯგუფება, რათა მიღებულ იქნეს მსგავსი კატეგორიები.

შიდა მიგრაცია

შიდა მიგრაციად ითვლება რეგიონებს შორის, მუნიციპალიტეტებს და თვითმმართველ ქალაქებს შორის გადაადგილება, ამასთან ერთად, დიახ მიეთითება მაშინ, თუ გადაადგილება მოხდა მუნიციპალიტეტის ფარგლებში (ქალაქიდან სოფელში, ქალაქიდან ქალაქში, ქალაქიდან დაბაში, დაბიდან დაბაში, დაბიდან სოფელში, სოფლიდან სოფელში და ა.შ).

ფორმა 2, კითხვა №8.1: „ოდესმე გიცხოვრიათ თუ არა ქვეყნის ფარგლებში სხვა დასახლებაში 12 თვეზე მეტ ხანს?“

ფორმა 2, კითხვა №8.2: „წინა საცხოვრებელი ადგილი ქვეყნის ფარგლებში?“

შინდა 02, კითხვა №11: „თუ გადმოსახლდით, საიდან?“

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა საყოველთაო აღწერაში წარმოდგენილია ორი კითხვის მეშვეობით, ხოლო შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში კი — ერთი კითხვით.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის კითხვის მეშვეობით ახალი (საყოველთაო აღწერის მსგავსი) ცვლადების გაანგარიშება.

იმიგრაცია

დიახ მიეთითება პირს, რომელსაც უცხოვრია ქვეყნის ფარგლებს გარეთ 12 თვეზე მეტ ხანს, გარდა იმ პირისა და მისი ოჯახის წევრებისა, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობა­ში ან/და საკონსულო დაწესებულებაში როტაციის წესით სამუშაო მივლინებით და პირი, რომელიც  იმყოფებოდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ფორმა 2, კითხვა №9.1: „ოდესმე გიცხოვრიათ თუ არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ 12 თვეზე მეტ ხანს?“

ფორმა 2, კითხვა №9.2: „წინა საცხოვრებელი ქვეყანა“

შინდა 02, კითხვა №11: „თუ გადმოსახლდით, საიდან?“

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა საყოველთაო აღწერაში წარმოდგენილია ორი კითხვის მეშვეობით, ხოლო შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში კი - ერთი კითხვით.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის კითხვის მეშვეობით ახალი (საყოველთაო აღწერის მსგავსი) ცვლადების  გაანგარიშება.

მისამართზე ცხოვრების ხანგრძლივობა

კითხვის პასუხად უნდა მიეთითოს მისამართზე ცხოვრების ხანგრძლივობა.

ფორმა 2, კითხვა №8.3: „რომელი წლიდან ცხოვრობთ მუდმივად ამ დასახლებაში?“

ფორმა 2, კითხვა №9.3: „რომელ წელს ჩამოხვედით მუდმივად საცხოვრებლად საქართველოში კ. 9.2-ში მითითებული ქვეყნიდან?“

შინდა 02, კითხვა №10: "რამდენი ხანია ცხოვრობთ ამ მისამართზე?" 

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა საყოველთაო აღწერაში წარმოდგენილია ორი კითხვის მეშვეობით (შიდა მიგრაციის და იმიგრაციის შემთხვევა), ხოლო შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში კი -ერთი კითხვით, ამასთან შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში კითხვის პასუხები არის ინტერვალური სახით წარმოდგნილი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს საყოველთაო აღწერის კითხვების კომბინირება და ახალი (შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის მსგავსი) ცვლადის  გაანგარიშება.

დევნილის ან ლტოლვილის სტატუსი

კითხვის მიზანია გამოვლინდეს დევნილის ან ლტოლვილის სტატუსის მქონე შინამეურნეობის წევრი.

ფორმა 2, კითხვა №10: „დევნილის ან ლტოლვილის სტატუსი“.

შინდა 02, კითხვა №12: „სპეციალური სტატუსი“.

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებს.

განათლების მიღწეული დონე

კითხვის მიზანია დაადგინდეს განათლების მიღწეული (და არა სწავლების მიმდინარე საფეხური) დონე.

ფორმა 2, კითხვა №13.3: „განათლების მიღწეული დონე“.

შინდა 02, კითხვა №8: „განათლების მიღწეული დონე“.

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხის კატეგორიები არ არის იდენტური.

ერთნაირი ცვლადის მისაღებად უნდა მოხდეს ორივე გამოკვლევის კითხვის პასუხების კატეგორიების დაჯგუფება, რათა მიღებულ იქნეს მსგავსი კატეგორიები.

ქორწინების მდგომარეობა

კითხვის მიზანია დაადგინდეს შინამეურნეობის წევრის ოჯახური მდგომარეობა.

ფორმა 2, კითხვა №14: „ქორწინებითი მდგომარეობა“.

შინდა 02, კითხვა №9: „ოჯახური მდგომარეობა“. 

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

ეკონომიკური საქმიანობის სტატუსი

ეკონომიკური საქმიანობას ახორციელებს პირი, რომელსაც აღნიშნულ პერიოდში შესრულებული სამუშაოსათვის იღებს/მიიღებს გასამრჯელოს (ფულადი ან ნატურალური სახით). დასაქმებულს მიეკუთვნება პირი, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს (ეკონომიკურ საქმიანობას) თუნდაც 1 საათით, მიუხედავად იმისა, ეს სამუშაო იყო მუდმივი, დროებითი, სეზონური თუ შემთხვევითი.

ფორმა 2, კითხვა №16: „ოქტომბრიდან 5 ნოემბრამდე, ასრულებდით თუ არა რაიმე ეკონომიკურ საქმიანობას თუნდაც 1 საათით, ფულადი ან ნატურალური შემოსავლის მიღების მიზნით, ან გქონდათ სამუშაო ან საქმე, რომელსაც დროებით ვერ ასრულებდით გარკვეული მიზეზების გამო?“

შინდა 05_1, კითხვა №1: „ასრულებდით თუ არა რაიმე სამუშაოს ხელფასის, მოგების ან სხვა შრომითი შემოსავლების (ფულადი ან ნატურის სახით, მათ შორის  სასოფლო-სამეურნეო მოსავლის და პროდუქტების) მისაღებად, გასული სამი თვის რომელიმე პერიოდში ქვეყნის ფარგლებს შიგნით?“

განსხვავებულია საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, საყოველთაო აღწერით შეგროვებულია ინფორმაცია გასულ კვირაზე, შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევით კი - გასულ სამ თვეზე.

მეთოდოლოგიური სხვაობიდან გამომდნარე ემპირიული მოდელების რეალიზებისას დამაკავშირებელ ფაქტორად აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

დასაქმების სტატუსი

უნდა მიეთითოს საქმიანობის ძირითადი ტიპი. იმ შემთხვევაში თუ რესპონდენტი ეწეოდა ერთზე მეტ საქმიანობას, დასაქმების სტატუსი მიეთითება იმ საქმიანობის მიხედვით, რომელსაც რესპონდენტი მიიჩნევს ძირითადად. იმ შემთხვევაში, თუ პირი ვერ საზღვრავს ძირითად საქმიანობას, მაშინ ძირითადად ჩაითვლება ის საქმიანობა, რითიც დასაქმებული იყო უფრო მეტ ხანს.

ფორმა 2, კითხვა №18: „დასაქმების სტატუსი“.

შინდა 05_1, კითხვა №7: „დაასახელეთ რომელია გასულ სამ თვეში  თქვენი დასაქმების სახე ქვემოთ ჩამოთვლილთა­გან“ 

განსხვავებულია საანგარიშო პერიოდი, კერძოდ საყოველთაო აღწერით შეგროვებულია ინფორმაცია გასულ კვირაზე, შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევით კი - გასულ სამ თვეზე.

მეთოდოლოგიური სხვაობიდან გამომდნარე ემპირიული მოდელების რეალიზებისას დამაკავშირებელ ფაქტორად აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ეკონომიკური საქმიანობა

კითხვის დანიშნულებაა საწარმოს, ორგანიზაციის, კერძო საქმის, მეურნეობის და ა.შ. დასახელება, სადაც რესპონდენტი ძირითადად საქმიანობდა, და წარმოებული პროდუქტების განსაზღვრა.

ფორმა 2, კითხვა №18.1: „რომელ საწარმოში/ორგა­ნი­ზაციაში ხართ დასაქმებული?“

ფორმა 2, კითხვა №18.2: „ძირითადად რა სახის საქონელს ან მომსახურებას აწარმოებს საწარმო/ორგანი­ზაცია, კერძო საქმე ან მეურნეობა, რომელშიც თქვენ ხართ დასაქმებული?“

შინდა 05_1, კითხვა №4: „რომელ საწარმოში, ორგანიზაციაში, კერძო საქმეში ან მეურნეობაში მუშაობდით (საქმიანობდით)?“ 

შინდა 05_1, კითხვა №5: „გთხოვთ გვიპასუხოთ, იმ ძირითად სამუშაოზე, სადაც თქვენ საქმიანობდით გასულ სამ თვეში, რა სახის საქონელი ან მომსახურება იწარმოება?“

განსხვავებულია საანგარიშო პერიოდი, კერძოდ, საყოველთაო აღწერით შეგროვებულია ინფორმაცია გასულ კვირაზე,  შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევით კი - გასულ სამ თვეზე.

მეთოდოლოგიური სხვაობიდან გამომდნარე ემპირიული მოდელების რეალიზებისას დამაკავშირებელ ფაქტორად, აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

შემოსავლების წყაროები

შემოსავლების წყაროებიდან უნდა მიეთითოს ყველა (ერთი ან რამდენიმე) წყარო, რომელიც გააჩნდა პიროვნებას ბოლო 12 თვის განმავლობაში.

ფორმა 2, კითხვა №19: „არსებობის საშუალებათა წყაროები“

შინდა 05, ნაწილი №1; 2
 და შინდა 05_1, კითხვა № 8; 9; 10; 14; 15; 16; 17.ა.

განსხვავებულია საანგარიშო პერიოდი, კერძოდ საყოველთაო აღწერით შეგროვებულია ინფორმაცია გასულ კვირაზე,  შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევით კი - გასულ სამ თვეზე

მეთოდოლოგიური სხვაობიდან გამომდნარე ემპირიულ მოდელების რეალიზებისას დამაკავშირებელ ფაქტორად, აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ჯანმრთელობის პრობლემები

ქრონიკულია დაავადება, რომელიც გრძელდება ან მოსალოდნელია გაგრძელდეს 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

ფორმა 2, კითხვა №20: „ჩამოთვლილთა­გან გაქვთ თუ არა ჯანმრთელობას­თან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში“

შინდა 02, კითხვა №12: „სპეციალური სტატუსი: ქრონიკული ავადმყოფი“. 

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხები არ არის იდენტური. საყოველთაო აღწერის გამოკვლევაში ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ კითხვები წარმოდგენილია დომენების მიხედვით.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის კითხვის მეშვეობით ახალი (საყოველთაო აღწერის მსგავსი) ცვლადის  გაანგარიშება.

შშმ პირის სტატუსი

კითხვის მეშვეობით ხდება იმ პირის იდენტიფიცირება, რომელსაც მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

ფორმა 2, კითხვა №21: „შეზღუდული შესაძლებლობე­ბის მქონე პირთა სტატუსი“.

შინდა 02, კითხვა №12: „სპეციალური სტატუსი: ქვეკატეგორიები ინვალიდი ჯგუფი(I-III)“.

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

იღებს თუ არა დახმარებას შინამეურნეობა ემიგრანტი წევრისგან

კითხვის მეშეობით ხდება იდენტიფიცირება შემთხვევების, როდესაც შინამეურნეობა იღებს მატერიალურ დახმარებას ემიგრანტი წევრისგან. აღსანიშნავია, რომ მიღებული მატერიალური დახმარება შესაძლებელია იყოს, როგორც ფულადი, ისე არაფულადი სახის.

ფორმა 3, კითხვა №13: „ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, ქვეკითხვა: შინამეურნეობას მისგან“.

შინდა 05, კითხვა №4.1: „შინამეურნეობი­დან გასულ წევრთაგან მიღებული და მათთვის გაგზავნილი გზავნილები, ქვეკითხვა: გეხმარებათ თუ არა იგი თქვენ მატერიალურად?“ 

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

იღებს თუ არა დახმარებას  ემიგრანტი წევრი შინამეურნეობისგან

კითხვის მეშეობით ხდება იდენტიფიცირება შემთხვევების, როდესაც შინამეურნეობა უწევს მატერიალურ დახმარებას ემიგრანტ წევრს. აღსანიშნავია, რომ მიღებული მატერიალური დახმარება შესაძლებელია იყოს როგორც ფულადი, ასევე არაფულადი სახის.

ფორმა 3, კითხვა №13: „ფულადი ან/და მატერიალური დახმარება, ქვეკითხვა: შინამეურნეობიდან მას“

შინდა 05, კითხვა №4.1: „შინამეურნეობი­დან გასულ წევრთაგან მიღებული და მათთვის გაგზავნილი გზავნილები, ქვეკითხვა: ეხმარებით თუ არა თქვენ მას მატერიალურად?“ 

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებას.

საქართველოდან წასვლის მიზეზი

კითხვის დანიშნულებაა დადგინდეს შინამეურნეობის  წასული წევრის წასვლის მიზეზი შინამეურნეობის საცხოვრებელ მისამართზე დარჩენილ წევრთა ვერსიით.

ფორმა 3, კითხვა №11: „საქართველოდან წასვლის მიზეზი“

შინდა 05, კითხვა №4.1: „შინამეურნეობი­დან გასულ წევრთაგან მიღებული და მათთვის გაგზავნილი გზავნილები, ქვეკითხვა: წასული იყო ან არის?“ 

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხის კატეგორიები არ არის იდენტური.

ერთნაირი ცვლადის მისაღებად უნდა მოხდეს ორივე გამოკვლევის კითხვის პასუხების კატეგორიების დაჯგუფება, რათა მიღებულ იქნას მსგავსი კატეგორიები.

საკუთარი მიწის და იჯარით აღებული მიწის ფართობი

კითხვის მეშვეობით დგინდება სასოფლო და არასოსფლო სამეურნეო დანიშნულების საკუთარი და იჯაღით აღებული მიწის საერთო ფართობი.

ფორმა 4, კითხვა №2: „მიწის ფართობი სულ“.

შინდა 01, კითხვა №14.1: „გთხოვთ, ჩაწეროთ თითოეული კატეგორიის რაოდენობა და სრული ფართობი“

შინდა 01, კითხვა №16: „რამდენი ნაკვეთისაგან შედგება და რამდენია მთლიანი ფართობი მიწისა, რომელსაც სამეურნეოდ იყენებთ? (იჯარის ჩათვლით) „

შინდა 01, კითხვა №18: „დაასახელეთ მიწის ნაკვეთები, რომელსაც თქვენ უვლით?“

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში წარმოდგენილია სამი კითხვის მეშვეობით, ხოლო საყოველთაო აღწერის გამოკვლევაში კი - ერთი კითხვით.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის კითხვების მეშვეობით ახალი (საყოველთაო აღწერის მსგავსი) ცვლადის  გაანგარიშება.

საკუთარი და იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის რაოდენობა

კითხვის მეშვეობით დგინდება სასოფლო და არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების საკუთარი და იჯარით აღებული მიწის ნაკვეთების რაოდენობა.

ფორმა 4, კითხვა №2: „შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების საერთო რაოდენობა“

შინდა 01, კითხვა №14.1: „გთხოვთ, ჩაწეროთ თითოეული კატეგორიის რაოდენობა და სრული ფართობი“

 
შინდა 01, კითხვა №16: „რამდენი ნაკვეთისაგან შედგება და რამდენია მთლიანი ფართობი მიწისა, რომელსაც სამეურნეოდ იყენებთ? (იჯარის ჩათვლით)“

შინდა 01, კითხვა №18: „დაასახელეთ მიწის ნაკვეთები, რომელსაც თქვენ უვლით“ .

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევაში წარმოდგენილია სამი კითხვის მეშვეობით, ხოლო საყოველთაო აღწერის გამოკვლევაში კი - ერთი კითხვით.

ემპირიული მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენებისთვის უნდა განხორციელდეს შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის კითხვების მეშვეობით ახალი (საყოველთაო აღწერის მსგავსი) ცვლადის  გაანგარიშება.

მრავალწლიანი ნარგავების არსებობა

აღირიცხება შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული მრავალწლოვანი ნარგავები _ კომპაქტური ნარგავები (ბაღები, პლანტაციები) და ცალკე მდგომი ძირები. არ აღირიცხება გამხმარი ძირები და სანერგეებში არსებული ნერგები.

ფორმა 4, კითხვა №3: „შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული მრავალწლოვანი
ნარგავების რაოდენობა“.


ფორმა 4, კითხვა №4: „შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული
ვაზის ძირთა რაოდენობა“.

შინდა 01, კითხვა №17: „რა ფართობი უკავია ჩამოთვლილ კულტურებს მიწაზე, რომელსაც თქვენ უვლით? (ფართობი მიუთითეთ ჰექტრებში)“. 

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხები არ არის იდენტური.

ერთნაირი ცვლადის მისაღებად უნდა მოხდეს ორივე გამოკვლევის კითხვის პასუხების კატეგორიების დაჯგუფება, რათა მიღებულ იქნეს მსგავსი კატეგორიები.

შინაური ცხოველები

აღირიცხება შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული ყველა ასაკისა და სქესის პირუტყვისა და ფრინველის რაოდენობა, რომელსაც განკარგავს შინამეურნეობა. არ აღირიცხება სხვა პირზე იჯარით გაცემული პირუტყვი/ფრინველი/ფუტკრის ოჯახი.

ფორმა 4, კითხვა №5: „შინამეურნეობის სარგებლობაში არსებული პირუტყვის,
ფრინველის და ფუტკრის ოჯახების რაოდენობა“.

შინდა 01, კითხვა №19: „ჩაწერეთ შინაური ცხოველებისა და ფრინველების რაოდენობა თქვენს შინამეურნეობაში“.

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხები არ არის იდენტური.

ერთნაირი ცვლადის მისაღებად უნდა მოხდეს ორივე გამოკვლევის კითხვის პასუხების კატეგორიების დაჯგუფება, რათა მიღებულ იქნას მსგავსი კატეგორიები.

სასოფლო სამეურნეო ტექნიკა: ტრაქტორი, მინი ტრაქტორი და ხელის ტრაქტორი

აღირიცხება შინამეურნეობის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და მოწყობილობების რაოდენობა სახეობების მიხედვით  (როგორც მუშა მდგომარეობაში მყოფი, ისე სარემონტო). არ აღირიცხება, ის ტექნიკა და მოწყობილობები, რომლებიც არ ექვემდებარებიან გარემონტებას (შეკეთებას).

ფორმა 4, კითხვა №7: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობები: ხელის ტრაქტორი (მოტობლოკი), ბორბლებიანი, მუხლუხა ან მინი ტრაქტორი
(ხელის ტრაქტორის გარდა)“.

შინდა 01, კითხვა №13: „ხანგრძლივი მოხმარების საგნების ქონა საკუთრებაში: ტრაქტორი, მინიტრაქტორი ან მოტობლოკი“ .

მეთოდოლოგია არის მსგავსი, თუმცა კითხვის პასუხები არ არის იდენტური.

ერთნაირი ცვლადის მისაღებად უნდა მოხდეს ორივე გამოკვლევის კითხვის პასუხების კატეგორიების დაჯგუფება, რათა მიღებულ იქნეს მსგავსი კატეგორიები.

სასოფლო სამეურნეო ტექნიკა: სატვირთო მანქანა

აღირიცხება შინამეურნეობის საკუთრებაში არსებული სატვირთო მანქანა (როგორც მუშა მდგომარეობაში მყოფი, ისე სარემონტო). არ აღირიცხება, ის ტექნიკა, რომლებიც არ ექვემდებარებიან გარემონტებას (შეკეთებას).

ფორმა 4, კითხვა №7: „სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და მოწყობილობები: სატვირთო ავტომობილი - ყველა ტიპის“.

შინდა 01, კითხვა №13: „ხანგრძლივი მოხმარების საგნების ქონა საკუთრებაში: მიკროავტობუ­სი/სა­­ტვირთო ავტომობილი“

ორივე გამოკვლევის მეთოდოლოგია არის მსგავსი.

ემპირიულ მოდელების რეალიზებისას აღნიშნული ცვლადის გამოყენება არ საჭიროებს დამატებით მოდიფიცირებს.

სტატისტიკური გამოკვლევების მეთოდოლოგიის, მეტამონაცემების, ინსტრუმენტარისა და მონაცემთა ბაზების დეტალური ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა და საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა მოიცავს 40-მდე მსგავს ცვლადს. აღნიშნული ცვლადების შესაბამისი მოდიფიცირების (აგრეგირება, დისაგრეგირება, ხელახლა კოდიფიცირება, ახალი ცვლადის შექმნის საჭიროება და სხვა) განხორციელების შემდეგ შესაძლებელია ორი სტატისტიკური გამოკვლევის საერთო ცვლადების განსაზღვრა და მათი შემდგომი გამოყენება: 1) ემპირიულ ანალიზში — დროითი მწკრივების ანალიზსა და მცირე ტერიტორიული ერთეულების შეფასებების ემპირიული მოდელების ფორმირებისთვის, 2) მონაცემთა ბაზების ბმის შესაძლებლობისთვის და 3) სხვა სტატისტიკური მეთოდების გამოყენებისთვის (მონაცემთა კორექტირება, მოსწორება იმპუტაცია და სხვა). 

დასკვნა და რეკომენდაცია

v  ნაშრომში დეტალურად არის განხილული ორი სტატისტიკური გამოკვლევის (შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევისა და საყოველთაო აღწერის) მეთოდოლოგია, მეტამონაცემები, ინსტრუმენტარისა და მონაცემთა ბაზების დეტალური ანალიზი, რის საფუძლზეც გამოვლენილია მსგავსი ცვლადები და განხილულია იდენტური ცვლადების მიღების შესაძლებლობები. ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შინამეურნეობის შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა და საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა მოიცავს 40 - მდე მსგავს ცვლადს.

v  მსგავსი ცვლადების უმეტესობა საჭიროებს შესაბამისი მოდიფიცირების (აგრეგირება, დისაგრეგირება, ხელახლა კოდიფიცირება, ახალი ცვლადის შექმნის საჭიროება და სხვა) განხორციელებას, რათა შემდეგ შესაძლებელი გახდეს მათი შემდგომი გამოყენება: 1) ემპირიულ ანალიზში — დროითი მწკრივების ანალიზსა და მცირე ტერიტორიული ერთეულების შეფასებების ემპირიული მოდელების ფორმირებაში, 2) მონაცემთა ბაზების ბმის შესაძლებლობისთვის და 3) სხვა სტატისტიკური მეთოდების გამოყენებისთვის (მონაცემთა კორექტირება, მოსწორება იმპუტაცია და სხვა).

v  მცირე ზომის ტერიტორიული ერთეულების შეფასების (SAE) და დროითი მწკრივის ანალიზის მეთოდების გამოყენება  შესაძლებელია  საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების მაჩვენებლების გასაანგარიშებლად მუნიციპალურ დონეზე, ვინაიდან ხელმისაწვდომია სტატისტიკურ მონაცემთა ორი წყარო: 1) შერჩევითი გამოკვლევა: შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევა; 2) არაშერჩევითი გამოკვლევა: საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერა, რომელთაც აქვთ საკმარისი რაოდენობის მსგავსი ცვლადები.

v  საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლების და ხარჯების მაჩვენებლების შესაფასებლად სასურველია განხორციელდეს მცდელობა: 1) ფეი-ჰერიოტის (FH); 2) ელბერსის, ლენჯოუს და ლენჯოუს (ELL) და 3) დროითი მწკრივების ანალიზის მოდელებისა და მეთოდების გამოყენებით. 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. მიქელაძე, გ. საქართველოს შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების ეკონომეტრიკულ-სტატისტიკური მოდელირების შესაძლებლობები მცირე ზომის ერთეულების მიხედვით. ჟურნალი „ეკონომისტი“ N3, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი, თბილისი (2022);
  2. Breusch, Trevor S. “Testing for autocorrelation in dynamic linear models”. Australian Economic Papers 17.31 (1978): 334-355;
  3. Dickey, David A., and Wayne A.Fuller. “Distribution of the estimators for autoregressive time series with a unit root. “Journal of the American statistical association 74.366a (1979): 427-431;
  4. Diebold, Francis X., and Jose A. Lopez. "8 Forecast evaluation and combination." Handbook of statistics 14 (1996): 241-268;
  5. Dolado, Juan J., Tim Jenkinson, and Simon Sosvilla-Rivero. “Cointegration and unit roots.” Journal of economic surveys 4.3 (1990): 249-273;
  6. Elgar Edward., Modern macroeconomics., 807 pg., UK., 2005;
  7. Elbers, Chris, Jean O. Lanjouw, and Peter Lanjouw. “Micro-Level Estimation of Poverty and Inequality.” Econometrica 71, no. 1 (2003): 355–64. http://www.jstor.org/stable/3082050 ;
  8. Fay, Robert E., and Roger A. Herriot. “Estimates of Income for Small Places: An Application of James-Stein Procedures to Census Data.” Journal of the American Statistical Association 74, no. 366 (1979): 269–77. https://doi.org/10.2307/2286322 ;
  9. Glejser, Herbert. "A new test for heteroskedasticity." Journal of the American Statistical Association 64.325 (1969): 316-323;
  10. Ghosh, M., and J. N. K. Rao. “Small Area Estimation: An Appraisal.” Statistical Science 9, no. 1 (1994): 55–76. http://www.jstor.org/stable/2246284 ;
  11. Godfrey, Leslie G. “Testing against general autoregressive and moving average error models when the regressors include lagged dependent variables.” Econometrica: Journal of the Econometric Society (1978): 1293-1301;
  12. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეთოდოლოგია. ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/552/ methodologia-sotsialuri-statistika, ვებგვერდი ბოლოს ნანახია 04.12.2022;
  13. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მეტამონაცემები. ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/categories/582/metadata-tskhovrebis-done-saarsebo-minimumi, ვებგვერდი ბოლოს ნანახია 04.12.2022;
  14. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების გამოკვლევის ელექტრონული ბაზები. ხელმისაწვდომია ელ-მისამართზე: https://www.geostat.ge/ka/modules/ categories/128/2009-2016-tslebis-shinameurneobebis-integrirebuli- gamokvlevis-da-2017-tslis-shinameurneobebis- shemosavlebisa-da-kharjebis- kvlevis-monatsemta-bazebi, ვებგვერდი ბოლოს ნანახია 04.12.2022.
  15. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის მეთოდოლოგია და ინსტუმენტარი. ხელმისაწვდიმია ელ-მისამართზე:http://census.ge/ge/methodology/categories, ვებგვერდი ბოლოს ნანახია 04.12.2022.
  16. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები. ხელმისაწვდიმია ელ-მისამართზე:http://census.ge/ge/results/census1, ვებგვერდი ბოლოს ნანახია 04.12.2022.