English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 1 ∘ რამაზ აბესაძე
საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა და სისტემა

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.01.RAMAZ.ABESADZE

ანოტაცია. გამოკვლეულია საქართველოში ინოვაციური პო­ლი­ტიკისა და ინოვაციური სისტემის ფორმირების პროცე­სები დაგანსაზღვრუ­ლია საქარ­თველოს ინოვაციური პოლიტიკის ძირითადი მიმა­რთუ­ლებები.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური განვითარება,  ინოვაციური პო­­­­ლიტიკა, ინ­ო­­ვაციური სისტემა.

შესავალი 

საზოგადოების კეთილდღეობა განუყრელადაა და­კავ­შირე­ბუ­­ლი ინოვაციებთან. მან განაპირობა არნახული პროგრესი ადამიანთა საქმიანობის ყველა სფეროსა და ყოფაცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური განვითარების პროცესი, ეს არის ინოვაციათა განხორ­ცი­ელების პროცესი ეკონომიკური სისტემის ყველა ელემე­ნ­ტში. ინოვაციური ეკონომიკა ეფუძნება ცოდნას, ინოვა­ციების ნაკადს, ტექნოლოგიების, ინფორმაციის, ინსტი­ტუ­ციების, ადამიანისეული კაპიტალის, წარმოების ორ­გ­ანიზაციის, პროდუქციისა და ა.შ. გამუდმებულ სრულ­ყოფას, მეცნიერთა და ნოვატორთა ინტელექტუალურ შრომას.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში  ადგილი ჰქონდა ეკონომიკურ დაქვეითებას, რამაც გამო­იწვია არსებული ინოვაციური სისტემის დეგრადაცია (სამეცნიერო პოტენციალის დაქვეითება, მეცნიერების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოშლა, სახელმწიფოს მიერ მეცნიერებისა და გამომგონებლობის სტიმული­რების დაქვეითება და ა. შ.). ამას ემატებოდა ის, რომ და­მო­­უკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში ეკ­ო­­­ნომიკური განვითარების გზაზე დაშვებული იქნა არა­ერთი შე­ცდომა,  რომელთაგან  უმნიშვნელოვანესი  იყო  ის,  რომ მთავარ მიმართულებად  არ  იქნა აღიარე­ბუ­ლი ეკონომიკის ინოვაციური განვითარების,  ცოდნაზე დაფუძნებული ანუ ინოვაციური  ეკონომიკის მშენებ­ლო­ბის გზა. განსაკუთრებით არასწორი პოლიტიკა ტარ­დე­ბოდა სამეცნიერო სფეროში, რაც ინოვაციური პოლი­ტიკის საფუძველთა საფუძველია. 

საქართველოს ინოვაციური პოლიტიკა 

საქართველოში ინოვაციური პოლიტიკის სამართლებ­რი­­ვი ბაზის ფორმირება ძირი­თადად 2016 წლიდან იწ­ყება, როდესაც მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „ინო­ვაციების შესახებ“ [საქართველოს... 2016]. კანონის მოქმედება ვრცელდება ინოვაციური საქმიანობების სუ­ბიექტებზე და ინოვაციური საქმიანობების ხელშემწყობ ინფრასტრუქტურაზე, ითვალისწინებს ინოვაციური სა­ქ­­მი­ან­ობების დაფინანსებისა და ინოვაციების კომერცი­ალიზაციის პრობლემებს. კანონის მიზანია საქართველოს სოციალურ-ეკონომი­­კ­უ­რი განვითარებისათვის აუცილებელი ინოვაციების ეკო­სისტემის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს  ქვეყანაში ინოვა­ც­ი­ური ეკონომიკის მშენებლობას.

ინოვაციური პოლიტიკის საკანონმდებლო ბაზას ასევე შე­იძლება მივაკუთვნოთ საქართველოს შემდეგი კანონები:  “მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი  განვითარების  შესახებ” [საქართველოს... 1994].   იგი  ქმნის  მეცნიერებისა და ტექნოლო­გი­ე­­ბ­ის განვითარების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სა­მართლებრივ საფუძველს; “უმაღლესი განათლების შესა­ხ­ებ” (2004), რომელიც აწესრიგებს საქართველოში უმაღ­ლე­სი სასწავლო დაწესებულებების საგანმანათლებ­ლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორცი­ელ­ე­ბის პროცესს. კანონის მიხედვით სახელმწიფო უზრუნ­ველ­­ყოფს: უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას; უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლო­ბას მთელი სიცოცხლის განმავლობაში და ა. შ. ს;  “ზოგადი განათლების  შესახებ” [საქართველოს...2005]. ისაწესრიგებს საქართვე­ლო­ში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის განხორციე­­ლე­ბ­ის პირობებს, ზოგადი განათლების მართვისა და დაფინან­სების პრინციპებსა და წესს; „საქართველოს საპატენტო კა­ნ­ონი“ [საქართველოს... 1999], რომელიც  აწესრიგებს გამოგონებისა და სასა­რ­გებლო მოდელის შექმნას, გამოყენებასა და სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებულ ურთიერთო­ბებს. გამოგონების პატენტის მოქმედების ვადაა 20 წელი საქპატენტში განაცხადის შეტანის თარიღიდან; “გრანტების შესახებ” [საქართველოს... 2004], რომელიცგანსაზღვრავს საქართველოში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს; „საავტორო  და  მომიჯნავე  უფლებების შე­ს­ა­ხ­ებ“ (1999), რომელიც  არეგულირებს  იმ  საავტორო ქო­ნებ­რივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლი­­ტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისა და გამოყენების დროს (საავტორო უფლებები). 

ეროვნული ინოვაციური სისტემა 

ინოვაციური სისტემა ძალზედ (ეის) რთული ორგანიზმია იგი უზრუნველყოფს  ახალი  ცოდნის  ინტენსიურ  მოდინებას,  მის გარდაქმნას სამეცნიერო-ტექნიკურ სიახლეებად და მათ კომერციალიზაციას ანუ ყველა პროცესს მეცნიერუ­ლი აღმოჩენებიდან ინოვაციებამდე. ეს პროცესი (მათ შორის, ინოვაციების იმპორტი) კი ხორციელდება ინოვაციური ინფრასტრუქტურის მეშვეობით. ინოვაციური სისტემები ერთმანეთისაგან განსხვავდება ქვეყნებისა და მათ წინაშე მდგომი ამოცანების მიხედვით [Бурдули В. 2017].

ეროვნული ინოვაცი­უ­რი სისტემა მოიცავს: შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, სამეცნიერო სისტემას, განათლების სისტემასა და ინოვაციურ ინფრასტრუქტურას.

სრულყოფილი ინოვაციური სისტემის ფორმირება შეუ­ძლებელია განვითარებული საგანმანათლოებლო და სამე­ც­­ნი­ერო სისტემების არსებობის გარეშე. საგანმანათლებ­ლო სისტემამ უნდა უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური სამეწარმეო და სამეცნიერო კადრების აღზრდა, სამეცნი­ე­რო სისტემამ კი ფუნდამენტური და გამოყენებითი ხასი­ა­თის ახალი ცოდნის (აღმოჩენების) გენერირება. ამასთან,  გა­­ნა­თ­ლება  და  მეცნიერება არ შეიძლება განვიხილოთ რო­გორც ერთი დარგი. მართალია სამეცნიერო  კადრებს  განა­თ­ლების  სისტემა იძლევა, მაგრამ ახალ ცოდნას იძლევა არა განათლება, არამედ მეცნერება, რაც საზოგასოების, ისე თვით განათლების პროგრესს განაპირობებს. ამდენად, პრი­­­ორიტეტი მეცნიერებას უნდა მიენიჭოს.

ინოვაციური საქმიანობის ხელშესაწყობად სახელმწიფო ორ­განოს ან სხვა პირის მიერ შეიძლება შეიქმნას ინო­ვა­ციუ­რი ინფრასტრუქტურის შემდეგი სუბიექტები: სამეც­ნიერო ან ტექნოლოგიური პარკები; ბიზნესინკუბატორები; ბიზ­ნესამაჩქარებ­ლე­ბი; ტექნოლოგიების გადაცემის ცენტრები; ინოვაციების ლაბორატორიები (FabLab),კლასტერები, ინო­ვაციების ცენტრები.

გარდა ამისა, ინოვაციური ინფრასტრუქტურა ასევე შეიძლება მოიცავდეს სხვა სუბიექტთა ფართო  სპექტრს:  მცირე  ინოვაციურ, ინჟინირინგულ, კონსალტინგურ და ინფორმაციულ სამსახურებს, ტრეინინგცენტრებს, ლიზინ­გ­­ური მომსახურების კომპანიებს, ინოვაციური მეწარმე­ობის მხარდამჭერ სახელმწიფო და არასახელმწიფო ფონ­დებს. ფინანსური მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად  სას­უ­­რ­ველია  ასევე არსებობდეს ინოვაციების ბანკი, რომელ­იც ინოვაციური პროექტების განსახორციელებლად  გასც­ემს  გრძელვადიან  კრედიტებს დაბალი საპროცენტო განაკვეთ­ით, დააზღვევს მათ და სხვ.

დღეისათვის საქართველოში ხელისუფლების აღმასრულე­ბელ და საკანონმდებლო ორგანოებთან ერთად ფუნქცი­ონ­ირებს ინოვაციური  სისტემის შემდეგი ერთეულები: მთავ­რობის სათათბირო ორგანო, საქართველოს კვლევებისა და ინოვაციების საბჭო [საქართველოს.. 2015], რომელიც შეიქმნა 2015 წელს მეცნიე­რე­ბის განვითარების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყ­ო­ბ­ის მიზნით; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გა­ნ­­ვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნო­ლოგიე­ბ­­ის სააგენტო [საჯარო... 2014]. სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაცი­ებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკო­სისტემის ფორმირების, ცოდნისა და ინოვაციის კომერცია­ლიზაციისათვის ხელშეწყობა და სხვა; კავშირგაბმულო­ბ­ის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დე­პარტამენტი [საქართველოს... 2016]. მისი ძირითადი ფუნქციაა ელექტრონული კომუნიკაციების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სა­მე­­ცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების სფეროში სახელ­მწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და პროგრამების ძირი­თ­­ად მიმართულებათა შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; საქპატენტი [საქართველოსს... 2010]. იგი არის საქართ­ველ­ოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი, რომელიც განსაზღვრავს ინტელექტუალური საკუთრების პოლიტიკას.

საქართველოს ინოვაციური სისტემის ინფრასტრუქტუ­რ­ის შემადგენელი ინსტიტუტებია: უნივერსიტეტები, კოლე­ჯ­­ები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები, ასტრო­ფიზი­კ­­ური ობსერვატორია, ქუთაისის საერთაშორისო უნი­­ვ­ერ­სიტეტი, რომლისსაგანმანათლებლო პროგრამები მიუნხე­ნის ტექნიკური უნივერ­სი­ტე­ტის პროგრამებს ეყრდნობა;  სა­ქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, შოთა რუსთა­ველის   ეროვნული   სამეცნიერო ფონდი, საქართ­ვე­­­ლოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია; თბი­ლ­­ისის, ბათუმის, ზუგდიდის, ოზურგეთის,  თელავის, გურჯაანისა და კასპის ტექნოპარკები [ტექნოპარკები 2023]; ახმეტის, რუხის, ხარაგაულის, ჭოპორტისა და ბაღდათის ინოვაციების ცენტრები; ფაბლაბები უმაღლესი სასწავლე­ბლების, ტექნოპარკებისა და პროფესიული სასწავლებლე­ბის ბაზაზე; სილიკონ ველი თბილისი და სხვ.

რაც შეეხება ბიზნეს კლასტერებს, მათსაქართველოში დი­დი ხნის ისტორია არ აქვთ. 2017 წელს დაარსდა პირ­ვ­ე­ლი კლასტერი – ქართული ავეჯის კლასტერი, იმავე   წელს – საქართველოს კინოკლასტერი, მოგვიანებით კი – საქარ­თ­ვე­ლოს აისიტი (ICT) კლასტერი, რომლის  წევრე­ბი  ლი­დერ ტექნოლოგიურ კომპა­ნი­­ებს წარმოა­დ­­­­გენენ.

ევროკავშირის პროექტის (EU IPSC) ფარგლებში, გაეროს ინდ­უ­­ს­­ტ­­რიული განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) გა­­ნსა­ზ­ღვრა საქართველოში 57 განვითარებადი და პოტენციური კლასტერი, განსაკუთრებული ყურადღება დაე­თ­­მო დამამუ­შა­­ვებელ მრეწველობასა და აგრობიზნესს. გამოკ­ვ­­­ლეული და კარგად შემუშავებულია პირველი 10 კლასტერი: ღვინო (კახე­თი), ფარმაცევტულიპროდუქტებისწარმოება (თბი­­ლისი), მეფრინ­ველეობა (ქვემო ქართლი), საზღვაოთევზ­­ჭერა (სამე­გრელო - ზემო სვანეთი), ღვინო(რაჭა ლეჩ­ხუმი და ქვემო სვა­ნეთი), ღვინო (ქვემო ქართლი), ავეჯი (თბილისი), სამკა­ულე­ბ­­ისწარმობა (თბილისი), ტანსაცმელი (თბილისი), ხილისდაბოსტნეულისგადამუშავებადაკონსერვირება (სამეგრელო, ზემო სვანეთი). [ბიზნეს... 2020].

საქართველოში ინოვაციური პოლიტიკისა და ინოვაციური სის­ტ­ე­მის ფორმირების პარალეურად ეკონომიკიური  საქმი­ანობის სხვადასხვა სფეროში მიმდინარეობს ინოვაციური ტექ­ნოლო­გ­იების დანერგვა. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება საინფორ­მა­ც­­ი­ო და ტელესაკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: სწრაფად იზ­რ­დება მობილური აბონენტებისა და ინტერნეტ­მომხმა­რე­ბ­ლ­ების რაოდენობა; შეიქმნა და ვითარდება საინ­ფორმაციო და ტე­ლე­­­­­საკო­­მუნიკაციო ტექნოლოგიების ბაზარი [Абесадзе R., 2016]. გარდა ამისა, საქართველოს სა­პარტნიორო ფონდის (რომელიც საქართველოს ინოვაციური სისტემის ერთ-ერთ სუ­ბიექტად შეიძლება ჩაითვალოს და რო­­მლის მთავარი და­ნიშ­ნულებაა ინვესტიციების წახალი­სე­ბა საინვესტიციო პრო­ექტ­­ების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით) მონაწილეობით განხორციელდა მნიშვნელოვანი პრო­­­ე­­ქტები. მაგალითად ისეთი როგორიცაა·: უახლესი ტექნო­ლო­გ­იებით  აღჭურვილი 230 მეგავატის სიმძლავრის გარდაბნის თბოელექტროსადგური; რეზერვუ­არის ტიპის ჰიდრო­ელექ­ტ­როსადგური, ნენსკრაჰესი სვანეთ­ში; ამიერკავკასიაში პირველი სამოქალაქო თვითმფრინავების კომ­პოზიტური ნაწილების ქარხ­ა­ნა, რომელიც კომპოზიტური მასა­ლე­ბი­სგან სამოქალაქო თვით­მ­ფრი­­ნავების მაღალი სტანდარტის შე­საბამის ნაწილებს ამზადებს. საწარმოში დამზადებული პირველი პრო­­დუქცია მსოფლიო ავიაც­იის უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, ბოინ­გმა, შეისყიდა; ერთობლივი პროექტი, რომელიც საქართველოში მა­ღალი ენერგოეფექტური სა­მ­­შე­­ნებლო გაზობლოკების წარმოებას გულ­ისხმობს; ევროპული სტანდარტებისა და მაღალი ტექნო­ლოგიების კასპის აგურის ქარ­ხა­ნა; ინოვაციური სამშენებლო მასალების რუსთავის სენდვიჩ პანე­ლ­ე­­ბის საწარმო; სამეგრელოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ქართული სიმინდის მარც­­ვლის გადამამუშავებელი, ზეთის მიმღები და კომბინი­რებუ­ლი საკვების მწარმოებელი ქარხანა; ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი; ყველაზე თანამედროვე სათბური კავკასიაში – კომპანია „იმერეთი გრინერი"; ლურჯი მოცვის პლანტაციები გურიაში; მაღალტექნოლოგიური მე­­ღორეობის კომპლექსი “კალანდა“; სოფელ რუხის მრავალფუნ­ქც­ი­ური სავაჭრო ცენტრი; პირველი ბრენდირებ­ული ხუთვარ­ს­კ­ვ­­ლავიანი ტურისტული კომპლექსი კახეთში მეცხრამეტე სა­უ­კუნის ისტორიული მუზეუმის ტერიტორიაზე – სასტუმრო „Radisson Collection Tsinandali“; ლოპოტას სასტუმრო კომ­­პ­­ლე­­ქსი კახეთის რეგიონში და სხვ.

2016 წელს საქართველოში ამოქმედდა ვენჩურული საინვეს­ტი­­­ციო პროგრამა - "სტარტაპ საქართველო“, დამწყები ბი­ზ­ნეს­­მენბისათვის ინოვაციური იდეების ფინანსური მხარდა­ჭე­რის აღმოსაჩენად. პროექტის კოორდინატორები არიან "სა­პარტ­ნიორო ფონდი“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“. ამ პროგრამის გამარჯვებულთა მიერ დღეისათვის არაერთი ინოვაციური პროექტი განხორციელდა. 2019-2021 წლებში,  პროგრამა „სტარტაპ -საქართველოს" და USAID-ის პროექტის, „ზრდა საქართ­ვე­ლოში", პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს რე­გ­­იონებში ხუთი სტარტაპ პროექტი დაფინანსდა. ­ პროექ­ტების განხორციელებისათვის გაწეულმა ერთობლივმა ინ­­ვესტიციამ 1, 500, 000 ლარზე მეტი,ხოლო ბენეფი­ცია­რე­­ბის ჯამურმა თანამონაწილეობამ 1 050 000 ლარი შე­ა­დ­გინა. [სოფელ... 2021].

საქართველოს მთავრობის ინიციატივით ხორციელ­დება სახელმწიფო პროგრამა აწარმოესაქართვე­ლ­ო­ში,“ რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის გან­ვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექ­მნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გა­ზრდა·.

2021 წლის მდგომარეობით აღნიშნული პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა ან გაფართოვ­და 494 საწარ­მო, 152 სასტუმრო და 6 ტურისტული სერვისის მიმწ­ო­­დებელი ობიექტი. აღნიშნული პროგრამის ფარგ­ლ­ებში განხორციელდა 1.8 მილიარდ ლარზე მეტი ინ­ვესტიცია და სულ შეიქმნა 24 205 სამუშაო ადგი­ლი.  ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 2020 წელს პროგ­რ­­ა­მის ფარგლებში ამოქმედდა საკრედიტო-საგარ­ანტ­ო მექანიზმი, რომლის მიხედვითაც უკვე დაფინან­სებ­უ­ლია 242 პროექტი და რომლებიც შექმნიან 4 418 სა­მ­უ­შაო ადგილს [სააგემტოს.. 2021].

აღსანიშნავია, რომ 2020 წელს რუსთავში ამავე პრო­გ­რამის ფარგლებში თურქი ინვესტორებისა და აღნიშნ­ული პროგრამის თანადაფინანსებით გაიხსნა თანამე­დ­­როვე სტანდარტებით აღჭურვილი ტექსტილის სა­წა­რ­­მო – „ქართული ტექსტილი“ სადაც საბოლოოდ   4000-მდე ადამიანი დასაქმდება  [თურნავა ნ. 2020].

როგორც ჩანს, საქართველოში ინოვაციური პოლიტიკისა და ინოვაციური სისტემის ფორ­მირების და ამის პარალელურად ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ინოვაციების დანე­რ­გვის  მიმართულებით 2016 წლიდან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. ახლა  აუცილე­ბელია შემდგომი წინსვლა. ამ მხრივ ყურადღება უნდა გამახვილდეს ინოვაციური პოლი­ტი­კის ოთხ მთავარ მიმართულებაზე და აქედან გამომ­დი­ნარე სტრატეგიისა და სამოქ­მე­დო გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაზე. ეს მიმართულებებია:

  1. ეკონომიკური განვითარების მთავარი მიზანი უნდა გაზდეს ინოვაციური ეკო­ნო­მიკის მშენებლობა;
  2. ეკონომიკის ინოვაციური განვითარების პროცესმა უნდა შეიძინოს უწყვეტი და კოპმ­­ლე­ქსური ხასითი;
  3. ორიენტაცია აღებული უნდა იქნეს ქვეყანაში საკუთარ კვლევებზე დაფუძნებული ინოვაციური სისტემის ფორმირებაზე, რისთვისაც  განსაკუთრებით უნდა გაძლი­ერ­დეს სამეცნიერო სისტემა;
  4. შეიქმნას ინოვაციური სისტემის ხუთ რგოლი­ანი მოდ­ელი და შესაბამისად გაძლი­ერ­დეს კავშირი სახელ­მწიფოს, ბიზნესს, საზოგადოებასა და გარემოს შორის. 

ეს მიმართულები დეტალურადაა გამოკვლეული ჩვენს შემდეგ  ნაშრომში : [Abesadze R. 2022 (1); Abesadze R. 2022 (2); Абесадзе Р. 2021; Абесадзе Р. 2016 ] 

ლიტერატურა 

  1. Abesadze R. 2022 (1)The main directions the innovation strategy of the Georgia economy. “Ekonomisti” 2022 № 2
  2. Abesadze R.  2022 (2). "Open innovation", "open science", national innovation system and its models.  Collection of materials of the international scientific conference: "Innovative development of the economy: world experience and perspectives", Tbilisi 2021.
  3. Абесадзе Р. 2016. Инновации, инновационные сети и общие направления формирования инновационной экономики в Грузии. XVII Международная научная конференция; „Предпринимательство, социальная организация в структурах сети. Опыт и перспективы развития в Центральной и Восточной Европе” (23-25 мая 2016 года, Польша)
  4.  Abesadze R. 2021. Economic Development and Economic Growth in Georgia at Modern Stage. "Bulletene" of the National Academy of Sciences of Georgia, 2021, № 4
  5.  ‘Matias Braun, Sebastián Bustos, Luis Felipe Céspedes. 2021. Innovation Strategy and Economic Development. https://www.cgdev.org/sites/ default/files/WP590-Innovation-strategy- economic-development.pdf
  6. ბიზნეს კლასტერები. 2023 https://www.gda.ge/shared/ UserFiles/Images/UNIDO%20Cluster% 20Presentation GEO.pdf
  7. თურნავა ნ. 2020. „ქართლი ტექსტილის“ ახალი საწარმო 4 000-მდე ადამიანს დაასაქმებს, რომელთა 90 პროცენტი ქალია. 2020  https://www.interpressnews.ge /ka/article/635641-natia-turnava-kartli-tekstilis-axali- sacarmo-4-000-mde-adamians-daasakmebs-romelta-90-procenti-kali
  1. პროგრამის, აწარმოე საქართველოში, ინდუსტრიული ნაწილის, ტექნიკური მხარდა­ჭერ­ი­სა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტების შედეგების შეფასება. 22018. https://bit.ly/3k4brFM
  1. სააგენტოს, "აწარმოე საქართველოში", პროგრამების შედეგები. 2021 https://www.enterprisegeorgia.gov.ge /ka/სიახლეები/ სააგენტოს-აწარმოე-საქართველოში-18 
  1. სოფელ ყარაფილაში ნატურალური სასმელის „კომბუჩას“ საწარმო გაიხსნა. 3021 https://bm.ge/ka/article/sofel-yarafilashi-naturaluri- sasmelis-kombuchas- sawarmo-gaixsna/92126
  1. ტექნოპარკები. 2023 https://gita.gov.ge/regions 

 


  • · https://www.fund.ge/site/projects/2
  • · http://nasp.gov.ge/page/acarmoe/